x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
და ნუთუ ეს მართლა იყო? - 10 ფოტო წარსულიდან, რომელთა დავიწყებაც ძნელია

image


კაცობრიობის ისტორია - ჩვენი პლანეტის ისტორიაში მხოლოდ მოკლე წამია, და მით უფრო მცირეა ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს მოვლენების ფოტოფირზე აღბეჭდვის შესაძლებლობა მიეცათ. სწორედ ამიტომაც იძენს ეს ისტორიული ფოტოები ასეთ დიდ მნიშვნელობას. თითოეული კადრი - თავისი უნიკალური ისტორიით ერთგვარი პატარა სასწაულია, რომელიც აღარასდროს განმორდება. ზოგიერთმა ფოტომ ჩვენამდე მოაღწია, ზოგიერთმა კი - ვერა, და სწორედ ამიტომ იძენს ამხელა მნიშვნელობას ჩვენამდე მოღწეული ეს კადრები. ცოტა ხნის წინ, რარიტეტული ფოტოები მხოლოდ ისტორიკოსებისთვის იყო ხელმისაწვდომი, ინტერნეტის ეპოქაში კი მათთან შეხება უკვე ყველას შეუძლია. დღეს, სწორედ ასეთი უნიკალური შესაძლებლობა გვეძლევა.


image



19 წლის ბილეთების გამყიდველმა მარგარეტ ლუისმა ლონდონში ფურორი მოახდინა. 1952 წლის 19 აპრილს ის სამსახურში მხოლოდ ბიკინითა და ფეხსაცმლით წავიდა, მაშინ ბევრმა ბრიტანელმა სამსახურში თავად დააგვიანა, რადგან პროვოკატორს თვალი ვერ მოაშორა.



image


კარტოფილის გასაყიდი მანქანა, დიდი ბრიტანეთი, 1962 წელი. ადრე ყველაფერი - საცვლებიდან დაწყებული ალკოჰოლითა და სუნამოებით დამთავრებული ასე იყიდებოდა, დღეს კი სავაჭრო ავტომატში მაქსიმუმ ყავა და სნექი შეგიძლიათ იყიდოთ.


image


როგორ შეგიძლიათ გააოცოთ აუდიტორია თქვენი ფოტოთი, როდესაც ფოტოშოპი ჯერ კიდევ გამოგონილი არ არის. 1880-იანი წლების ფოტომანიპულაციის ოსტატმა გამოსავალი იპოვა. ვერაფერს იტყვი, საკმაოდ შთამბეჭდავი გამოვიდა და თან ცოტა საშიშიც!


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში ნამიბიელი მბალანტუს ხალხის ქალები მთელს მსოფლიოში ცნობილი თავიანთი წარმოუდგენლად გრძელი და სქელი ნაწნავების წყალობით გახდნენ. ასეთმა ვარცხნილობამ შეიძლება ყველაზე დახვეწილი მოდის მიმდევრებიც კი გადარიოს.



image


ნიუ-იორკის ქალთა ჰოკეის გუნდი, 1928 წელი. გოგონები ყინულზე ყოველგავრი საჭირო აღჭურვილობის გარეშე, მსუბუქი საცურაო კოსტიუმებით გადიოდნენ.



image


1900-იანი წლების უჩვეულო მეხანძრე-მაშველის კოსტიუმი, რომელსაც შიგნით წყლის მფრქვევი ჰქონდა ჩამონტაჟებული. მეხანძრეებს სწორედ ამ ფორმით შეეძლოთ ხანძრის ეპიცენტრთან მიახლოება.



image


განუმეორებელი ვივიენ ლი, ლასლო უილინჯერის ობიექტივში, 1940 წელი. როგორც ჩანს, ამ ქალს ცუდი ფოტოები საერთოდ არ ჰქონდა. მისი პროფესიონალური ფოტოსესიები, ისევე როგორც შემთხვევითი კადრები ხელოვნების ნიმუშებს ჰგავდა.



image



ჯგუფ "The Prodigy"-ის წევრი ბრიტანელი კიტ ფლინტი მოსკოვში თაყვანისმცემლებთან ერთად ერთობა. ჯგუფის დიდი კონცერტი 1997 წელს მანეჟნაიას მოედანზე გაიმართა, მანამდე ისინი რუსეთში ჩასულები 1995 წელს იყვნენ, თუმცა მაშინ კონცერტი პატარა ღამის კლუბში გამართეს.


image


ორჯაჭვიანი ხიდი ჩინეთში, დაახლოებით 1930 წელი. მასზე გავლას ყველა ვერ ბედავს - ერთი შეცდომა და გზა სადღაც შუაში დასრულდება. ფოტოზე მხოლოდ ერთი შეხედვაც კი ჟრუანტელს გგვრის.



image


ფრედი მერკური მშობლებთან ერთად ლონდონში, 1977 წელი. ჯგუფ "Queen"-ის მომავალი ლიდერი ზანზიბარში, ბომისა და ჯერ ბულსარების ოჯახში დაიბადა. დაბადებისას მას სახელად ფაროჰი დაარქვეს, თუმცა წლების შემდეგ მან სახელი შეიცვალა და ფრედი დაირქვა.





0
795
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
795