x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
"გაბრაზებულა ბიძინა, განსაკუთრებით იმ ფრაზაზე, ივანიშვილი მე მოვიყვანე ხელისუფლებაშიო" - ელისო კილაძე
image

ჟურნალისტი და გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოცქსელში წერს, რომ თურმე ბიძონა ივანიშვილი ძალზე გაბრაზებულა შალვა რამიშვილზე და არ გამორიცხავს, რომ ჟურნალისტი დააკავონ.


„საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ მოძალადე შალვა რამიშვილი დააკავონ ! ძალიან გაბრაზებულა ბიძინა, განსაკუთრებით იმ ფრაზაზე, ივანიშვილი მე მოვიყვანე ხელისუფლებაშიო“-წერს ელისო კილაძე.



შეგახსენებთ, შალვა რამიშვილი 2005 წელს დააპატიმრეს ტელეკომპანია „202“-ის კიდევ ერთ დამფუძნებელთან, დავით კოხრეიძესთან ერთად დეპუტატ კობა ბექაურისგან 100 ათასი ამერიკული დოლარის ქრთამის აღების გამო.


„ბექაურმა შემომითვალა – მე ვიხდი ნებისმიერ ფულს, ოღონდ ეს ფილმი არ გავიდესო. მაშინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ამ გამოკვლევებისთვის მეტი აზრი მიმეცა. ცხადი იყო, თუ ადამიანი, ბექაური, ამ ფილმის არგაშვებაში ამდენ ფულს იხდის, ე.ი. ეს ფილმი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ის სიმართლეს შეიცავს. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ფული გამომერთმია, ოღონდ ბანკის მეშვეობით. ის უნდა მოსულიყო ბანკში და პირდაპირ ჩემს ანგარიშზე შეეტანა ფული მისი სახელით. ეს იქნებოდა დოკუმენტი. ამის შემდეგ დაერთვებოდა ეს ყველაფერი ფილმს და იქნებოდა კიდევ ერთი დასაბუთება იმისა, რომ ფილმი მართლაც რეალობას ასახავს“, - ამბობს რამიშვილი გამოცემა „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში, რომელიც 26 ნოემბერს გამოქვეყნდა.


შალვა რამიშვილმა 2009 წელს დატოვა საპატიმრო.


მეორედ 2018 წელს ჰქონდა შალვა რამიშვილს სამართალდმაცევბთან საქმე.სასამართლოს გადაწყვეტილებით სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფაქტის გამო მჟურნალისტისა და აქტივისტის, თათია სამხარაძის სასარგებლოდ მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

1
581
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
581
  
2023, 2 აპრილი, 22:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1