იარაღი და ტექნიკა ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი 2023, 1 აპრილი, 21:40 მსოფლიოში ყველაზე დიდი ფლოტი ითვლის 482 გემს.მოდი განვიხილოთ ყველა მათგანი თავიანთი კატეგორიებით. ფლოტიდან 237 გემი არის საბრძოლო, აქედან 11 ავიამზიდია.
აბრაამ ლინკოლნის სახელობის ავიამზიდი ავიამზიდის დანიშნულება არის თვითმფრინავების გადატანა მსოფლიო ოკეანეში და მათი ტექნიკური გამართვა, მზადყოფნაში შენარჩუნება სამომავლო სამხედო მისიისთვის.წარმოდგენილ სურათზე არის აშშ-ს ერთ-ერთი ავიამზიდი, სადაც განლაგებულია 29 სამხედრო თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი და ერთ ელექტრონული ბრძოლისთვის განკუთვნილი თვითმფრინავი.ეს ავიამზიდი 2010 წელს ღირდა 4 მილიარდ დოლარზე მეტი. მას შეუძლია განავითაროს 56კმ/სთ სიჩქარე. ამფიბიური მოიერიშე საბრძოლო ხომალდი გემი ანვითარებს 33 კმ/სთ სიჩქარეს.მას შეუძლია გადაიყვანოს 5, 000 საზღვაო ქვეითი. მსგავსი აშშ-ს ფლოტში 11-ია.მისი დანიშნულებაა სამხედროების გადაყვანა. ამფიბიური იერიშის მთავარსარდლობის გემი მსგავსი გემი აშშ-ში 2-ია.მისი მაქსიმალური სიჩქარეა 30 კმ/სთ. მეორე მსოფლიო ომის საზღვაო დესანტის გადასხმისთვის, ვისაც გაქვთ ნანახი უმალ გაგახსენდებათ ეს გემი. გემი გამოიყენება 120 ქვეითის გადაყვანაში ან შეუძლია ერთი ტანკის გადატანა, ეკიპაჟი 7 კაცისგან შედგება. გემის სიჩქარეა 19კმ/სთ. ამფიბიური სატრანსპორტო გემის მიაზნია შვეულმფრენების ტექნიკური უზრუნველყოფა.მსგავსი არის 12. შემტევი წყალქვეშა ნავები მათი რაოდენობა საზღვაო ფლოტში უტოლდება 49-ს. მათი მიზანია გაანადგურონ ზღვის ზედაპირზე არსებული გემები და დაიცვან მოკავშირე გემები.წყალქვეშა გემები შეიარაღებულია საკრუიზო რაკეტებით.ეს ბოლო გარემოება იძლევა საშვალებას დააზიანოს წყალქვეშა გემმა მტრის სახმელეთო სივრცეში სამიზნეები. ბალისტიკური რაკეტების წყალქვეშა ნავი მსგავსი გემი ფლოტში 14-ია. მათი დანიშნულებაა საჭიროების შემთხვევაში ათასობით კილომეტრის მანძილზე ესროლონ სამიზნეს, მსგავსი წყალქვეშა ნავები ატარებენ ატომურ ქობინებს. კრეისერის მიზანია საკუთარი რაკეტებით გაანადგუროს მტრის თვითმფრინავები და ბალისტიკური რაკეტები.მათი რაოდენობა არის 17. გამანადგურებელი აშშ-ს ფლოტში 72-ია, მისი დანიშნულებაა მცირე მანძილზე საბრძოლო მოქმედებების წარმოება და მოკავშირე ძალების გემების დაცვაა.ესეთი ტიპის გემები ატარებენ 90-მდე რაკეტას. სადესანტო გემი სადესანტო გემების რაოდენობა არის 10, მსგავსი კლასის გემს შეუძლია 520 მეზღვაურის გადაყვანა, 25 ტანკის ან 80 ჯავშანტრანსპორტიორის.მთლიანობაში 2, 500 ტონის გადაზიდვა. საზღვაო ფლოტში არის სხვა კატეგორიის გემები, რომელთა გარეშე ფლოტი საკუთარ სახეს ვერ შეინარჩუნებს, ესენია: სამედცინო გემები, ლოჯისტიკური გემები და სხვა.. 260 3-ს მოსწონს
|