x
"როგორ იქცა პატარა მაღაზია სუპერმარკეტების ქსელად"

image

სუპერმარკეტის თანამშრომლების რაოდენობა 10, 000-ზე მეტია, წლიური შემოსავალი 121 მილიარდი დოლარი.ყველაფერი დაიწყო 1946 წელს, როცა ძმებმა კარლ და თეო ალბრეხტებმა დედის მაღაზიის ხელმძღვანელობა საკუთარ თავზე აიღეს.ბიზნესი გაიყო 1960 წელს ორად, (დაარსებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ)ერთს დაერქვა: "Aldi Nord" ჩრდილოეთ ალდი, ხოლო მეორეს ეწოდა "Aldi sud" სამხრეთ ალდი.ძალიან დამაინტერესდა რას აღნიშნავდა "Aldi", როგორც აღმოჩნდა ის აბრევიატურაა, რომელიც განიმარტება შემდეგნაირად:"ალბრეხტ დისკონტი".სამხრეთ და ჩრდილოეთ ალდები ცალ-ცალკე არსებობენ ბაზარზე, თუმცა მათ აქვთ სახელშეკრულებლო ბიზნესი ერთმანეთთან.ჩრდილოეთ ალდის აქვს 2, 500 მაღაზია ჩრდილოეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიაში, ხოლო სამხრეთ ალდს 1, 900 მაღაზია აქვს დასავლეთ და სამხრეთ გერმანიაში.ძმებს შორის მომხდარი გაყოფა კომპანიებსაც დაეტყოთ, სადაც ერთი კომპანია არის ბაზარზე, მეორე მანდ არ არის, მაგალითად:ჩრდილოეთ ალდს მაღაზიები გახსნილი აქვს დანიაში, საფრანგეთში, ბენილუქსის ქვეყნებში(ბენილქსის ქვეყნებს ეძახიან შემდეგ ქვეყნებს:ბელგია, ნიდერლანდები და ლუქსემბურგი)პორტუგალიში, ესპანეთსა და პოლონეთში, ხოლო სამხრეთ ალდს მაღაზიები აქვს ირლანდიაში, გაერთიანებულ სამეფოში, უნგრეთში, შვეიცარიაში, ავსტრალიაში, ჩინეთში, იტალიაში, ავსტრიასა და სლოვენიაში.მსგავსი კანონზომიერება ირღვევა აშშ-ში, სადაც ორივე კომპანიის 1, 600 მაღაზია არის გახსნილი(2017 წლის მონაცემებით).
ძმების მამა მაღაროელი იყო, შემდეგ მცხობელის დამხმარე.თეო ალბერხტი იყო შეგირდი დედის მაღაზიაში, ხოლო კარლი დელიკატესში მუშაობდა.ალბერხტებმა მოახერხეს თავიანთი საქმის წამოწყებიდან ხუთ წელიწადში 13 მაღაზიის მფლობელები ყოფილიყვნენ, როგორ მოახერხეს ეს?სწორი ნაბიჯების გადადგმით, მათ ამოიღეს ის პროდუქტები, რომელიც არ იყიდებოდა, შეინარჩუნეს საცალო მაღაზიები.იცით ძმების განხეთქილების მიზეზი რა იყო? მათ მაღაზიას უნდა გაეყიდა, თუ არა სიგარეტი.ძმების წამოწყებული ბიზნესი ვითარდებოდა, სსრკ-ს დაშლის შემდეგ პოლონეთში გაიხსნა ალდის მაღაზიები, აგრეთვე აშშ-ში გაიხსნა პირველი ალდის მაღაზიები, კერძოდ აიოვაში. ძმები პენსიაზე გავიდნენ 68 წლის შემდეგ, 1993 წელს.გერმანურ ბაზრის კვლევის ინსტიტუტის კვლევაზე დაყრდნობით, გერმანიაში თვითდასაქმებულთა 80 პროცენტი ალდიშიყიდულობს პროდუქტს.ალდის საბაზრო კონკურენტია ლიდლი.ალდიმ, როგორც კორპორაციამ ბედი სხვა სფეროებშიც მოცადა, 2009 წელს გაიხსნა თვითმომსახურებადი ბენზინგასამართი სადგურები, ბოლოს მათი რაოდენობა 85 იყო.ალდის ისტორია არ არის ფიანდაზებით მორთული.სუპერმარკეტების ქსელს ეკუთვნის სურვილი შეექმნა ალკოჰოლური მაღაზია, რომლის ვებსაიტი მუშაობდა ავსტრალიაში, თუმცა ის გააუქმეს, რაზეც მიზეზი ის დასახელდა, რომ მათ სურთ სუპერმარკეტის ქსელის გაფართოებაზე კონცენტრირება.სად არის ახლა ალდი? საერთაშორიშო ბაზარზე და მოძრაობს წინ, კომპანიამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის ყველა მაღაზიაში იქნება მხოლოდ კომპოსტირებადი შეფუთვა(კომპოსტირებადი შეფუთვა- შეფუთვა, რომლის გადამუშავება შესაძლებელია და ბუნებას ნაკლები ზიან მიადგება).კომპანიას სურს შესთავაზოს მომხმარებლებს მეტად ორგანული და მარტივად მოსამზადებელი კერძები.
რა კრიტიკას გავიგებთ ალდზე?ის სპეციალიზებულია საყოფაცხოვრებო ნივთებზე და მას ყიდის საკუთარ მაღაზიებში.ალდის აქვს ერთ კვირიანი ფასდაკლებები სხვადასხვა ტექნიკაზე, ყვავილებზე, ტანსაცმლებზე, ყოფილა შემთხვევა, როცა ნივთები გაყიდულა რამდენიმე საათში.ალდის სუპერმარკეტში, მუსიკას ვერ მოისმენთ, არ რთავენ, გამონაკლისია შოტლანდიაში არსებული ალდის მაღაზიები, სადაც შობისას, საშობაო მუსიკა ჟღერს.ალდის განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ასევე რეკლამასთან.ისინი მხოლოდ გაზეთებში წერენ ფასების შესახებ და ტელევიზებშიც არეკლამებენ თავიანთ შეთავაზებებს.
ზემოთ თქმულიდან გამოდინარე, ალდი არის ძმების წამოწყებული ბიზნესი, რომელიც მოძლიერდა და აგრძელებს განვითარებას.კიდევ ამ ბიზნესის ისტორია არის საინტერესო, ხოლო მისი შეხედულებები სხვადსხვა საკითხებთან პრინციპული.

0
96
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი 242424
გიორგი 242424
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0