x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134395
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
"ტიტანიკზე" იმაზე მეტი ნავი იყო, ვიდრე უნდა ყოფილიყო... და სხვა საინტერესო ფაქტები "ჩაუძირავი ლაინერის" შესახებ

«ჩაუძირავი ლაინერი» — ასე ეძახდნენ «ტიტანიკს» პრესაში. ის ორმაგი ძირით და 19 წყალგაუმტარი განყოფილებით იყო დაცული, რაც მას, პრაქტიკულად, ჩაუძირავად აქცევდა. გემის მთავარი კონსტრუქტორის თომას ენდრიუსის თქმით, «ტიტანიკი» წყლის ზედაპირზე გაჩერებას იმ შემთხვევაშიც შეძლებდა, თუ მისი 4 განყოფილება წყლით აივსებოდა… სამწუხაროდ, იმ საბედისწერო დღეს, წყალი გემის ექვსივე განყოფილებაში შევიდა.


image«ტიტანიკი»


«ტიტანიკზე» 20 სამაშველო ნავი იყო, რომელზედაც, სრული დატვირთვის შემთხვევაში, შესაძლებელი იყო მგზავრების მხოლოდ 38% განთავსება. თუმცა, იმ დროისთვის, უსაფრთხოების წესები იმდენად მოძველებული იყო, რომ დადგენილი რეგულაციების თანახმად, გემზე მხოლოდ 16 ნავი უნდა ყოფილიყო. ასე, რომ, «ტიტანიკზე», სავალდებულოზე, მეტი ნავიც კი იყო.


«შავი ბანდა» («Black gang») — ასე ეძახდნენ «ტიტანიკზე» მომუშავე ცეცხლფარეშებს. ყოველდღიურად, 176 ადამიანი ხელით, 600 ტონამდე ნახშირს ღუმელში და ყოველ 24 საათში ერთხელ, 100 ტონა ნაცარს, ოკეანეში ყრიდა.


1898 წელს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 14 წლით ადრე, ამერიკელმა მწერალ–ფანტასტმა, მორგან ენდრიუ რობერტსონმა ნოველა დაწერა, რომელშიც ჩაძირულ გემზე — «ტიტანზე» იყო მოთხრობილი.
ისევე, როგორც ნამდვილი «ტიტანიკი», «ტიტანიც» ჩაუძირავ გემად ითვლებოდა. გარდა ამისა, ორივე გემს, კატასტროფის მომენტში, ბორტზე საკმარისი რაოდენობის სამაშველო ნავები არა ჰქონდა და ორივე აისბერგთან შეჯახების შემდეგ, ატლანტიკის ოკეანეში ჩაიძირა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც მანამდე და არც მას შემდეგ, აისბერგის მიზეზით, არცერთი გემი არ ჩაძირულა.


«ტიტანიკზე» ორთქლის მეოთხე მილი ყალბი იყო და ის არ უერთდებოდა გემის საქვაბეს. მასში სამზარეულოს საკვამურის მილი იყო შეერთებული. გემის აგების დროს, ინჟინერ–კონსტრუქტორებმა გაითვალისწინეს, იმ დროს საზოგადოებაში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს, გემის პრესტიჟულობა და სანდოობა, საკვამური მილების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული.


არსებობს მოსაზრება, რომ «ტიტანიკის» დაღუპვის მიზეზი, ყინულოვანი მირაჟი იყო, რომელიც აისბერგის რეალურ მდებარეობას ფარავდა და ამის გამო, გემის კატასტროფის თავიდან აცილება, ვერ მოხერხდა. ხოლო, ამ ვერსიის ირიბ მტკიცებულებას, გადარჩენილი მგზავრების ნაამბობი წარმოადგენს, რომლებიც ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ იმ ღამეს, ვარსკვლავები სასწაულად კაშკაშებდნენ.


იმ მომენტიდან, როდესაც აისბერგი შენიშნეს და ვიდრე კურსის შეცვლის ბრძანება გასცეს, მთელი 30 წამი გავიდა. ბრძანება მაშინვე რომ გაეცათ, შესაძლებელია, კატასტროფა არც მომხდარიყო.


«ტიტანიკზე» საკუთარი გაზეთი — «The Atlantic Daily Bulletin»-ი გამოდიოდა.


ჩინეთში «ტიტანიკის» მსგავსი გემის ააგეს და ამისთვის 150 მლნ. დოლარი დაიხარჯა. ხოლო, 1997 წ. «ტიტანიკზე» ფილმის გადაღებაზე, 200 მილიონი დოლარი.


P. S. «ტიტანიკის» ჩაძირვის შემდეგ, 100 წელზე მეტი გავიდა. თუმცა, ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ბევრი უცნაური და აუხსნელი რამ დღემდე ხდება. მაგ., ოკეანის მიერ, ლაინერის შთანთქმის ადგილზე, ისევ ისმის დახმარების თხოვნის სიგნალები. პირველად ეს ფაქტი, გემის დაღუპვიდან, 12 წლის შემდეგ დააფიქსირეს.

1924 წლის 14 - 15 აპრილის ღამეს, კატასტროფის ადგილის სიახლოვეს, რამდენიმე გემმა, დაღუპული ლაინერიდან მომავალი სიგნალი და დახმარების თხოვნა მიიღო. იქიდან მოყოლებული, სიგნალი, 6 წელიწადში ერთხელ, პერიოდულად, მეორდება. გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* 5–5 რამ, რაც ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანს აღიზიანებს

* დიდი სიბრძნე, მარტივად

* ამ 5 ფაქტის ცოდნას, თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია



0
641
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
641
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0