x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„გილოცავთ პატარა, საცოდავო ბოლშევიკებო, ლენინი მარად თქვენთანაა!" - ვის მიმართავს მაკა რაზმაძე

მაკა რაზმაძე



ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გილოცავთ ბოლშევიზმში შებიჯებას! აქ, ამ ვირტუალურ სივრცეში გაილაღეს ისეთმა ადამიანებმა, არასდროს არავინ გამარჯობას რომ არ ეტყოდა ნამდვილ ცხოვრებაში თავიანთი სიბოროტის და სიბინძურის გამო. დილა თენდება და დაგეშილი ეძებენ, ვის რა სიბინძურე აუგორონ და ამით, თუნდაც რამდენიმე ლაიქი მოიპოვონ. მეცოდება ასეთები, თუმცა, სინამდვილეში, მავნებლები არიან და საერთოდ არ არიან შესაცოდი. ყველას ეზარება მათთვის საკადრისი პასუხის გაცემა, მათ შორის მეც, თუმცა, ალბათ, ეს არასწორია. ალბათ, ერთხელაც უცებ გაეცემათ პასუხი ერთხელ და სამუდამოდ კანონის ძალით და გადაინაცვლებენ იქ, სადაც ეკუთვნით კანონით. სრულიად დამახინჯებული მრუდე სარკეების ქვეყნად ვყალიბდებით სწორედ ასეთი მიდგომების გამო. იმის გამო, რომ პასუხი არ ეცემა ცილისწამებებს და ეს დაიგნორებული მგესლავები საკუთარ აქოთებულ სივრცეში „აბოლებენ" თავიანთნაირ ქათმისტვინა მკითხველებს.


ფსკერზე მბობღავი არშემდგარი და ბინძური არსებების გარდა, ადამიანი არ მეგულება მეორე ადამიანის ცუდი უხაროდეს, სხვა ადამიანის სამსახურის დაკარგვაზე ასე ხარობდეს და ზეიმობდეს, როგორც ეს აქ ხდება ხოლმე. ასე ხარობდნენ ჩემზეც, თუმცა უნდა გაგიცრუოთ იმედი, მე სადაც ვმუშაობდი ისევ იქ ვმუშაობ ბევრი წელია. დაიხურა სხვა ტელევიზია, სადაც ერთ გადაცემაზე ვიყავი მიწვეული და მიმყავდა. ასე ბევრჯერ წამიყვანია გადაცემები და კიდეც წავიყვან, მაგრამ სხვები, ვინც იქ მუშაობდნენ - ისინი ხომ დარჩნენ უსამსახუროდ და ეს ვისაც უხარია, ისინი ჯანმრთელები არიან? შეიძლება ასეთი ხალხი, თუნდაც, რაიმე საზოგადოებას წარმოადგენდეს?



ჟურნალისტებს გადაცემები ხან გვაქვს და ხან არა, მაგრამ მაინც ჟურნალისტებად ვრჩებით სულ, ყველა ხელისუფლების პირობებში.


დღეს მარიკა ბაკურაძეა მიზანში. ადამიანს სრულიად უსამართლოდ და ყველანაირი წესის გარეშე შეუწყვიტეს თანამშრომლობა და რეებს უწერენ ზოგიერთები, რა უხარიათ?


უმორალოები სხვის მორალს დასდევენ, უინტელექტოები სხვის ინტელექტს ზომავენ, უზნეოები სხვის ზნეობას განიხილავენ, ბინძურები და აქოთებულები სხვის სუნამოზე მსჯელობენ...


ბოლშევიზმი და ფაშიზმია, როცა სხვა ადამიანს არ პატიობენ იმას, რომ მათ არ ჰგავს, როცა განსხვავებულს და მათ არამსგავსს მოსასპობად იმეტებენ და როცა რაიმე სახით, თუნდაც აქ გამოჭენებით და ხალხის მისევით ადამიანის დისკრედიტაციას და მის ჩაქოლვას უწყობენ ხელს - და ეს ყველაფერი ვითომ მაღალი იდეალების და სტანდარტების სახელით კეთდება!


გილოცავთ პატარა, საცოდავო ბოლშევიკებო, ლენინი მარად თქვენთანაა!", - წერს მაკა რაზმაძე.


ბოლშევიზმი


მაკა რაზმაძე სქრინი





0
306
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
306
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0