x
მეტი
  • 08.06.2024
  • სტატია:135171
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509474
როგორ ვიპოვოთ სიმშვიდე?.. – ჩვენი ლოგიკა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს

image


ერთხელ, ქალაქის აურზაურით დაღლილმა ადამიანმა, გადაწყვიტა სულიერი სიმშვიდე ეპოვა და გული დაემშვიდებინა. ამისათვის, მან წყნარ და მშვიდ ადგილას წასვლა გადაწყვიტა, სადაც მედიტაციაში და ფიქრში ხელს არაფერი შეუშლიდა. რადგან ქალაქში ხმაური იყო — ის ტყეში წავიდა.

ტყეში მისულს, წამიერად მოეჩვენა, რომ იქ სიჩუმე სუფევდა. რამდენიმე წუთის შემდეგ კი, მას სხვადასხვა ხმები მოესმა, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა: ჭრიჭინები — ჭრიჭინებდნენ, ჩიტები — გალობდნენ, ისმოდა ფოთლების შრიალი... რაც არ აწყობდა ადამიანს და უფრო მშვიდ ადგილზე ფიქრი დაიწყო.

იფიქრა, იფიქრა და დასვენება გამოქვაბულში გადაწყვიტა. შესაფერისი ადგილის მოსაძებნად, კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოქვაბული იპოვა. მასში წარმოუდგენელი სიჩუმე და სიწყნარე სუფევდა. ადამიანი მასში როგორც კი მოეწყო, მაშინვე აღმოაჩინა, რომ კუთხეში წყალი წვეთავდა... და რაც უფრო სიჩუმე იყო გამოქვაბულში, წყლის წვეთების ხმა, მით უფრო მკაფიოდ ისმოდა. ადამიანს ეს ძალიან აღიზიანებდა.

შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ სიჩუმის უზრუნველყოფა, მხოლოდ საკუთარ სახლში, ხმის დამხშობით შეიძლებოდა. ხმის იზოლაციის დამონტაჟებას კიდევ ექვსი თვე დასჭირდა... და აი, როგორც იქნა, ადამიანი დაჯდა შუა ოთახში… და «წიკ–წიკ, წიკ–წიკ…» — ისმოდა საათის ხმა სრულ სიჩუმეში. გაბრაზებულმა ადამიანმა და საათი კედელს მიახეთქა.

აი, დადგა მომენტი... მას ყურადღებას აღარაფერი უფანტავდა, ღრმად ჩაისუნთქა და… «ტუკ-ტუკ, ტუკ-ტუკ…» — შემოესმა მას საკუთარი გულისცემა, რომლის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა...


მორალი: სულიერი სიმშვიდე, გარე ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. ყველა პრობლემა და მისი გადაწყვეტის ხერხი, შიგნით არის — ჩვენშია... და ამის გაცნობიერება, ცხოვრებას წარმოუდგენლად აადვილებს. თქვენ წყვეტთ დამნაშავეების ძებნას და მშვიდობიანად იწყებთ ცხოვრებას, ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან — საკუთარ თავთან ერთად.


image

არხის სხვა სიახლეები:


* საინტერესო ფაქტები, რუბრიკიდან – "აქეთურ – იქითური" (II ნაწილი)

* დედამიწაზე უცხოპლანეტელებმა ჩამოგვიყვანეს...

* "სიკვდილი ადამიანის ცნობიერების ილუზიაა"

0
136
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0