x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ბ–ნო ირაკლი, არ დაღუპოთ ბავშვი, სად უშვებთ"- ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

image


ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პარლამენტში პრემირ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მთავრობის მეთაურს ერთ რჩევას აძლევს:


"ერთიც ღარიბაშვილზე და მორჩა: "ჯერ ფრანკლინის კლუბი ავიღოთ, საერთოდ რა კავშირი აქვს ფრანკლინს საქართველოსთან.“–იკითხა დღეს და იქით საფლავიდან ფრანკლინი ამოიღო, აქეთ ფრანკლინის კლუბს ისევ ანარქისტები, ექსტრემისტები და პროვოკატორები ეძახა, ახალგაზრდებს ტვინს ურეცხავენო.



ბ–ნო ირაკლი, თქვენი შვილი რომ მიდის სასწავლებლად პენსილვანიის უნივერსიტეტში, ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია ეგ და არ დაღუპოთ ბავშვი, სად უშვებთ. აგერ ბ–ნი ბიძინას დაარსებულ უნივერსიტეტში ჩააბაროს, ჭეშმარიტ მამულიშვილურ ღირებულებებზე არის ეგ დაფუძნებული."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.







0
619
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
619