x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
ჯეიმი ლი კერტისის დაცემა და აღზევება

image


ცნობილი ამერიკელი კინომსახიობის ჯეიმი ლი კერტისის კინოკარიერა 1968 წელს დაიწყო. ზუსტად 26 წლის შემდეგ კი რეჟისორ ჯეიმს კამერონის 1994 წელს გადაღებულ ფილმში "მართალი ტყუილი" ჰელენ ტასკერის როლმა მსახიობს წარმოუდგენელი პოპულარობა და არნახული კომერციული წარმატება მოუტანა. ერთი შეხედვით, თითქოს ყველა პირობა არსებობდა რომ მსახიობს კიდევ უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა კერტისის კარიერამ სრული კრახი განიცადა.


image


კომედიური თრილერი, სადაც ჯეიმი ლი კერტისი მთავარ როლს ასრულებს დაქორწინებულ წყვილზე მოგვითხრობს. 15 წლის განმავლობაში ჰელენი დარწმუნებულია რომ მისი ქმარი უბრალო IT-სპეციალისტია, თუმცა ის, რომლის როლსაც არნოლდ შვარცნეგერი ასრულებს საიდუმლო აგენტი აღმოჩნდება, რომლის გვერდითაც დაკუნთული რემბო როგორც ფილმის აღწერაშია ნათქვამი ბავშვივით გამოიყურება.


image


ფილმი მართლაც სანახაობრივი, მხიარული და დინამიური გამოვიდა, თუმცა მომდევნო 10 წელი მსახიობისთვის საკმაოდ კრიზისული აღმოჩნდა, სანამ ეკრანებზე ჰიტური ფილმი "გიჟური პარასკევი" არ გამოვიდა.


image


მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მსახიობის კარიერამ აღმასვლა. მას შემდეგ უკვე მთელმა მსოფლიომ იცის ვინ არის ჯეიმი ლი კერტისი, რა შეუძლია და როგორი ვარსკვლავია ის სინამდვილეში.


image


მსახიობს მხოლოდ გასულ წელს ერგო ის როლი, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო "ოკარი" მოუტანა. ცოტა ხნის წინ, 64 წლის მსახიობი პირველი "ოსკარის" მფლობელი გახდა ფილმისთვის "ყველაფერი ყველგან ყოველთვის". შვიდი "ოსკარის" მფლობელ კინოსურათში ჯეიმი ლი კერტისი ქალის მეორეხარისხოვან როლს ასრულებს.


image









0
417
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
417