x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134493
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508557
„დავდივარ გაზის ბალონით და ელექტროშოკერით, შეტანილი მაქვს განცხადება კრიმინალურ პოლიციაში..." - რაზე საუბრობს ლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა


ჟურნალისტმა და პიარტექნოლოგიების სპეციალისტმა ლალი მოროშკინამ „პოსTV"-ის ეთერში, გადაცემაში „დიდი გადაცემა" განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობს ბულინგი და აღნიშნა, რომ კრიმინალურ პოლიციაში შეტანილი აქვს განცხადება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც, როგორც თავად ამბობს, „სახლში უვარდებიან".


„დავდივარ გაზის ბალონით და ელექტროშოკერით, შეტანილი მაქვს განცხადება კრიმინალურ პოლიციაში უკვე ერთი თვეა და არ ვიცი, რა ვერ იპოვეს ის ხალხი, რომლებიც მე მავიწროვებენ - სახლში მივარდებიან, მანაქანას მიჩხაპნიან, ბავშვებს ემუქრებიან. მაინტერესებს, მეტი რაღა უნდა გაგვიკეთონ ამ ქვეყანაში, რომლისთვისაც მე ვიბრძოდი და ჩემთვის არის სათაყვანებელი.


დღეს პრემიერმა გვიჩვენა მაგალითი, როგორ უნდა იბრძოდე შენი უფლებებისთვის, როგორც შეგვიძლია. ჩვეულებრივ ომში ვართ. არ ჩათვალოთ, რომ ეს არის სიტყვის თავისუფლება. ლაშა ბუღაძემ ისეთი ამბავი მომიწყო ათენის აეროპორტში, ყველაფერს შვრებოდა, მიწვევდა, რომ ამბავი აეტეხა, ჩემთვის დაებრალებინა და დავეჭირე. ყველანაირად მოვთოკე თავი და თბილისში დაბრუნების შემდეგ, ვეცადე, ჩემთან ახლოს მომეყვანა, მაგრამ გაიქცა. მას შემდეგ ზის ყველა ეთერში და ჩემზე ლაპარაკობს. ეს ტიპები, ეს ფსევდოლიბერალები, ფაშისტები, რომლებიც ყველაფერს ბედავენ ჩვენზე, ჩვენს შვილებზე, ჩვენს ოჯახზე, ყველასგან ელოდონ პასუხს! გადავდივართ ახალ სამოქმედო გეგმაზე - არანაირი ტოლერანტობა!" - განაცხადა ლალი მოროშკინამ.





0
180
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
180
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0