x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
„დღეს გამოჩნდა, რომ ვისაც მხრების და ერთი ადგილის თამაში ეროვნული სპორტი ჰგონია, პარლამენტში მხრებიც გაუსწორეს და დააპანჩურეს კიდეც!" - რას წერს ბონდო მძინარაშვილი

ბონდო მძინარაშვილი


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ყველას მოვუწოდებდი, თავი შეეკავებინათ მმართველი პარტიისგან მხარდაჭერილ კანდიდატზე, სალომე ზურაბიშვილზე ბინძური თავდასხმებისგან.


მოვუწოდე არაერთხელ, სხვადასხვა ტელევიზიის ეთერით, ფეისბუქით!
არ შეისმინეს!



მეორე ტურის წინ მმართველმა პარტიამ საპასუხოდ ისეთი მიასხა ოპოზიციასაც და მის ფავორიტ გრიგოლ ვაშაძესაც, დღემდე იწმენდენ და ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გასუფთავდნენ!
ვერც მოიწმენდენ!


ახლა, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირველი მოსმენით მიღების და მეორე მოსმენით ჩაგდების წინ და შემდეგ აღარაფერი მითქვამს, არ გამიფრთხილებია!


ჰოდა, ისევ აიშვეს!


მეტიც, - ქვეყნის აყირავება მოინდომეს!


აგრესიულმა რადიკალებმა მხოლოდ ტელეეთერებში კი არა, პარლამენტის შენობაში დაიწყეს მხრების თამაში, - უმრავლესობის წევრები ჩვენი შიშით კომიტეტების სხდომებსაც ვერ ატარებენო!


და დღეს გამოჩნდა, რომ ვისაც მხრების და ერთი ადგილის თამაში ეროვნული სპორტი ჰგონია, პარლამენტში მხრებიც გაუსწორეს და დააპანჩურეს კიდეც!


რატომ არ გავაფრთხილე?!
ლეგიტიმური კითხვაა!


არ იმსახურებდნენ და იმიტომ!
პასუხიც ლეგიტიმურია!" - წერს ბონდო მძინარაშვილი.


ბონდო მძინარაშვილი სქრინი





1
161
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
161
  
გუბაზა სულ დაპანღურებულია,არაფერი მომხდარა განსაკუთრებული და გასაოცარი. აი,თეონა აქუბარდიასთვისაც არ იქნება ერთი კარგი პანღური ცუდი(გენდერული თანასწორბა გვაქვს ქვეყანაში),თან აუცილებელია,რომ პანღურის ამომრტყმელს ეცვას ცხვირ წაგრძლებული ფეხსაცმელი ე.წ. ინსპექტორები,რათა შედეგი იყოს მყისიერი და ეფექტური.
0 1 1