x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
''ირაკლი ღარიბაშვილო, შენი საყვარელი კუთხის ბავშვები სწავლობენ ასეთ სკოლაში'' - ანა დოლიძე არბოშიკის სკოლის მდომარეობაზე ვიდეოს აქვეყნებს

image


''ძალიან გაბრაზებული ვარ ახლა'', - ასე იწყებს ანა დოლიძე ვიდეო მიმართვას, სადაც ის ჰყვება არბოშიკის საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის სახიფათო მდგომარეობაზე.


image


4 წუთიან ვიდეოში ანა დოლიძე გვაჩვენებს ავარიული სკოლის მორყეულ მოაჯირს, ბათქაშჩამოყრილ კედლებს, ბზარებს, მოძველებულ ხის იატაკს, ჩამონგრეულ ჭერებს და საკლასო ოთახს, სადაც გათბობის საშუალებად შეშის ღუმელი დევს, ისევე როგორც ეს იყო 30 წლის წინანდელ სკოლებში.



''აქ არის ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, აკაკი წერეთელი, მათ შესახებ უნდა ვასწავლოთ და ევროპაზე უნდა ველაპარაკოთ ხალხს, როდესაც საქართველოს უმეტესობა ჯერ კიდევ ფეჩით თბება''.


''საფრთხის პირობები სწავლობენ ბავშვები, შემაშფოთებელია ეს სიტუაცია'' - ამბობს ანა და განათლების სამინისტროს უმოქმედობაში ამხელს.


''ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ბიუჯეტის მქონე სამინისტროა განათლების სამინისტრო, ნულოვანი რეფორმებით წლების განმავლობაში. ჩხენკელი რომ გამოდიოდა და დითირამბებს უყვებოდა ბიძინას, აი სინამდივლეში რისი შემოწმება უნდა მომხდარიყო და რის გამო უნდა გაეთავისუფლებინათ ის.

ფულს, რომელიც ჩვენი ბავშვების კვებას, ცხოვრებას და განათლებას უნდა ხმარდებოდეს, საკუთარ ჯიპებში ხარჯავენ, ბენზინში ხარჯავენ და ამ ფულით დადიან ევროპაში, არ დაგვავიწყდეს 1 300 000 ლარი მარტო ევროპულ ვოიაჟებში გადაიხადა საქართველოს პარლამენტმა"- ამბობს ანა დოლიძე ვიდეოში.






არბოშიკის სკოლა მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში. 2014 წლის აღწერის მიხედივთ სოფელში 1138 ადამიანი ცხოვრობს.


image

განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით კი - სკოლაში ამჟამად 106 მოსწავლე და 19 მასწავლებელია.


imageარბოშიკის საჯარო სკოლა

მანანა კატაშვილის ფოტო google map-დან



ფეისბუქზე იძებნება ასეთი გვერდი - ''არბოშიკის საჯარო სკოლა'', სადაც ჯერ კიდევ 2014 წელსაა ატვირთული სკოლის დანგრეული ინფრასტრუქტურის ამსახველი ფოტოები. ამ ფოტოებში ასევე ჩანს ძველ შენობაში ახლად ჩასმული მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და ზოგ ფანჯარაში შეშის ღუმელის საკვამური.






0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0