x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
„ამ ქარაქუცა კანონმდებელმა ქართველი ჯარისკაცები მონებად მოიხსენია და იცით, რატომ?" - რას წერს გელა ზედელაშვილი

გელა ზედელაშვილი


ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „გირჩის" წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებას სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გინდა პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდება? უწოდე მას რუსული!


ნუ წაიკითხავ, ნუ ჩაუფიქრდები, ნუ გაანალიზებ, ნურც წარსულს გაიხსენებ, ნურც ისტორიას გადახედავ, ნურც დღევანდელ სიტუაციას გაითვალისწინებ, დაარქვი რუსული და ეგ არი, თავისით ჩავარდება!



დაუძახე ე.წ. ახალგაზრდებს, გამორეკე რუსთაველზე, დაურიგე თითო თუმანი და კიდევ თრიაქი. გააბრუე და შთააგონე, რომ თუ პარლამენტი თავდაცვის საკითხებზე კანონს მიიღებს, თუ სავალდებულო გაწვევა არ გაუქმდება, ქვეყანა დაიღუპება და მომავალი თაობები გაიზრდებიან მონობაში.
შთააგონე, პროექტი არ წააკითხო... პრინციპში, რომც უნდოდეთ, ვერ წაიკითხავენ, მაგისი თავი არ ექნებათ!


დღეს ამ ქარაქუცა კანონმდებელმა ქართველი ჯარისკაცები მონებად მოიხსენია და იცით, რატომ მოიხსენია? იმიტომ, რომ მამაოების მოწმობებს ვეღარ გასცემს, არმიაში სამსახურს ვეღარავის აარიდებს და „დარმავოი" მაყუთს ვეღარ ჩაიჯიბავს.


აი, ეს არის მთავარი ინტერესი ამ სულით დაკომპლექსებული მონისა... და არა ის, რომ ამ არეულ დროებაში მაინც იფიქროს ქვეყნის დალაგებაზე. ალბათ როდისმე დადგება დრო, როცა ჩვენც გვეყოლება დაქირავებული არმია, მაგრამ ამ ეტაპზე, ახალგაზრდებს მოუწოდო, ჯარისკაცობა ნიშნავს მონობასო, ეს არის ღალატი. მერე იტყვიან, მოღალეტეებს რატომ გვეძახითო?!


ნეტავ ამას, ცხრამეტი ნაოჭი რომ აქვს შუბლზე, რაღა უნდა, საიდან მოხვდა პარლამენტში, როდის ავირჩიეთ?!


ვააახ, კაცოოო... ტელევიზორში გამოიყვანენ, შეხედავ, არაფრად ვარგა, კაცს არ ჰგავს, ადამიანს არ ჰგავს, ლამის გული გაგისკდეს, მოიხედავ და უმაღლეს ორგანოში ზის. კაცმა არ იცის, საიდან და რანაირად წამოჯდა", - წერს ზედელაშვილი.


რაქვიაშვილი


გელა სქრიინი

3
73
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
73
  
სულ დამავიწყდა,არგუმენტი აქვთ ასეთი,თურმე მონას ფულს არავინ უხდისო და ესეც ტყუილია. გლადიატორები იყვნენ მონები და ისინი იღებდნენ რაღაც სახის გასამრჯელოს,თუ კარგი მებრძოლი გახდებოდა,მაშინ თავისუფლების გამოსყიდვა შეეძლო. ავიღოთ ამერიკა და ლინკოლნის მიერ მონობის გაუქმების სიტუაცია, ეს იყო ფურცელზე გამოტანილი გადაწყვეტილება,ხოლო შავები ისევ რჩებოდნენ დისკრიმინაციის ქვეშ. ფურცელზე ისინი მონები აღარ იყვნენ,თუმცა მათი ანაზღაურება და საცხოვრებელი პირობები იყო განსხვავებული,დაბალი ხარისხის. მაგალითისთვის,თუ თეთრი იღებდა 10 დოლარს დღეში,შავი იღებდა ერთ დოლარს და აქედან მოდის გამოთქმა,როცა ადამიანს მცირე ანაზღაურება აქვს " ასე ცოტას რატომ მიხდი,ზანგი ვარ". სწორედ "ზანგების" მდგომარეობაში არის სავალდებულო ჯარი საქართველოში და დიახ,ისინი არიან მონები.
იმასაც გეტყვით,რა უნდა გაკეთდეს და რა იქნება სწორი. ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი,ჯარში მომსახურეების პირობები ბევრად უნდა გაუმჯობესდეს და მიენიჭოთ მათ გარკვეული პრივილეგიები.უნდა ჩაიწეროს ასეთი ჩანაწერი,თუ ადამიანს არ აქვს საჯარისო გამოცდილება,ის ვერ უნდა მუშაობდეს საჯარო სექტორში და ამ ჩანაწერს უნდა ქონდეს უკუქცევითი ძალა. მერე გამოჩნდება,150 პარლამენტარიდან რამდენი დარჩება იქ,ეჭვი მაქვს რო ჰერმან საბო დარჩება გირჩებიდან. ზემოთ ნახსენები მოთხოვნა,ყველა საჯარო მოხელეს უნდა ქონდეს ნამსახურეობა,უნდა შეეხოს ქალებსაც და დედის ერთებსაც,მოკლეს ყველას. დღეს ხომ 18-27 წლის ახალგაზრდა მამრები მიდიან ჯარებში და ავალდებულებენ ანუ ეს ხალხი ყოფილა ვალში ამ ქვეყანასთან. რა ქალები აქ არ დაიბადნენ,ან დედის ერთები ან ბრტყელ ტერფიანები? თუ მარტო ამ ასაკში მყოფი მამარები არიან მოვალეები? სულ დამავიწყდა,მდიდრების შვილებს ვალი არ ეხებათ? თუ ვალის ჩამოწერის პროგრამა აამოქედა ბიძომ? თუ მართლა გინდა ამ ქვეყნისთვის კარგი და მისი ჯარისთვის,მაშინ მას გახდი ნებაყოფლობით და გააუმჯობესებ პრიობებს,სხვა შემტხვევაში იქნება ეს მავნებლობა.

ყველაზე ცუდი ამ ამბავში ის არის,რომ სხვადასხვა გამონაკლისები ძალაში ცვლილებების გამოცხადებისთანავე შედის,ხოლო ბენეფიტები 2025 წლიდან. ამას რა ქვია? ე.ი. ჯარი მნიშვნელოვანია და საჭიროა პირობების გაუმჯობესება,თუმცა 2025 წლიდან,მანამდე ვიფხანოთ? თან ამ პარლამენტში 4 კაცი არის ნორმალურად მოაზროვნე ამ საკითხე და ესენი არიან გირჩები. მთავარი რუსული საქმე არის ამ ქვეყანაში ჯარის გაპარტახება და ეს ახალი რეფორმა სწორედ ამას ეხება. ეს კანონი გააპარეს იმ ვითომ აგენტების კანონზე ყვირილის ფონზე,რომლის მიღებას არც არავინ აპირებდა. ენჯეოებს არ აწყობთ ინფორმირებული მოქალაქე,თუმცა ოცნებას აწყობს რო?
საინტერესოა,თვითონ თუ არის ჯარში ნამყოფი ან ეს ჯარი ჯარია? გირჩები ბევრ რამეში ურევენ,თუმცა ეს არ ნიშნავს რო ამ თემაზე ტყუიან. კი,სავალდებულო ჯარი არის მონობა,ვისაც არ მოგწონთ ე.ი. ნამყოფები არ ხართ და მაგიტომ წაუგდიათ ენა. მ ო ნ ო ბ ა- ეს არის ადამიანის ნების საწინააღმდეგო ქმედება. შეგიძლიათ,გახვიდეთ და გააჩეროთ ნებისმიერი გამვლელი,თუ სურს მსგავს პირობებში წასვლა ჯარში. დიდი უმრავლესობა გეტყვით რო არ სურთ და ამიტომ იღებდნენ გირჩის მოწმობებს,არა იმიტო რო მართმადიდებლობა არ ევასებოდათ. წარმოიდგინეთ,როგორ შეიძლება ადამიანს არ სურდეს სავალდებულო ჯარი,მიდიოდეს და რელიგიას იცვლიდეს. მართალია სიტყვიერად,თუმცა ფურცელზე ესეა. ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა- მოკლედ რო ვთქვათ,ეს არის ისეთი სიტუაცია,როცა ვიღაცის ან რაღაცის ვალი გაქვს,ხოდა რა ვალი აქვს 18-27 წლის ახალგაზრდას სახელმწიფოსი? რამე გააკეთა სახელმწიფომ ისეთი ამ ხალხისთვის,რომ მათ ვალი აქვთ? მე არ მახსენდება,ხოდა თუ რამე იცით,მაშინ თქვით ბატონო. ის რო აქ დაიბადა ან რაიმე მსგავსი,ვერ იქნება არგუმენტი. რო შეიძლებოდეს კითხვა მუცლად ყოფნის დროს ადამიანისთვის და არჩევანი შეეძლოს,ამ ქვეყანაში დაბადებას არ ისურვებდა. ეს არის სამწუხარო რეალობა. მერედა პირობები მაინც ხო უნდა იყოს იმ ჯარში,მიზერულ თანხად რატომ უნდა მსახურობდეს ერთი წელი ადამიანი? ჯარის ფორმაში გამოწყობილი ადამიანისთვის 7.22 ლარად მსახურება მოსულა და ფრიდონა ინჯია უნდა იღებდეს 4000 ლარს? რა დამსახურება და სპეციპიკური ცოდნა აქვს იმ ინჯიას? ვიყავი ჯარებში და საერთოდ არ მოქმედებს ჩემზე სიტყვა "მონობა",რადგან მე ჩემი სურვილით წავედი და თუ საჭირო გახდა ან დროის უკან დაბრუნება რო შეიძლებოდეს,ისევ წავალ და არც მადლობის გადახდა დამჭირდება ვინმესგან. თუმცა ჩემთან ბევრი ისეთი ბიჭი იყო,რომელიც იძულებით წამოიყვანეს და ეს მონობა.ბავშობიდან მსურდა ჯარის ფორმის მორგება და რაღაც პერიოდი მსახურება,ხოდა ჩემთვის მონობა არანაირად არ არის. ჩემთვის ჯარი უფრო მეტი ფასეულობა არის,ვიდრე 7.22 ლარი(ჩემს დროს ასე გვიხდიდნენ).ჩემი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად,ჩემი ასეული სერჟანტი არ მიშორებდა გვერდიდან და იცით რატო? იმიტომ ჩემი ნებით ვიყავი და ჩემი ნდობა შეიძლებოდა,ძალად გაკეთებული საქმის არც იმა
0 1 3