x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134618
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508789
ასტრონომებმა პარალელური სამყაროს სავარაუდო კვალი აღმოაჩინეს

ასტრონავტების ჯგუფი რენგა–რემ ჩარის ხელმძღვანელობით, NASA–ას კოსმოსური ობსერვატორიის – «პლანკის» ბაზაზე, რელიქტური გამოსხივების შესწავლისას, გარე რადიაციის ნებისმიერი წყაროსგან, სივრცის გაწმენდას ახდენდა.


image


მიღებული მონაცემების ანალიზისას, მეცნიერებმა უცნაური უბნები შენიშნეს, რომლებიც დანარჩენ სივრცესთან შედარებით, ნათება 4500–ჯერ უფრო კაშკაშა იყო. როგორც რენგა ჩარიმ აღნიშნა, აღნიშნული უბნების ასეთი მახასიათებლები, ნებისმიერ თეორიულ გათვლას ეწინააღმდეგება და ნაწილობრივ, კოსმოლოგიური მოდელებს არ ემთხვევა.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ ნათელი უბნები — სივრცით–დროითი კონტინუუმის რღვევით გამოწვეული, ანომალიებია, რომლის პროვოცირებაც, პარალელურმა სამყარომ, ან თუნდაც, სამყაროებმა მოახდინეს. ეს კი, სავარაუდოდ, მულტი სამყაროების არსებობის ირიბი მტკიცებულებაა.

ქვემოთ მოცემულ სურათზე, რელიქტური გამოსხივების ანიზოტროპია (ჩვენი გალაქტიკის ნათება) რუკის (პანორამა) სახით არის წარმოდგენილი. წითელი ფერით უფრო ცხელი უბნებია გამოსახული, ლურჯით — უფრო ცივი.


image


«"შეხების" უბნები დიდი აფეთქებიდან, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ გაჩნდა. თუ პარალელური სამყარო ჩვენზე ასე დიდ გავლენას ახდენს, მაშინ სუბატომური ნაწილაკები იქ ათჯერ უფრო მეტი უნდა იყოს და ფიზიკის კანონები სრულიად განსხვავებულად უნდა მოქმედებდეს», — აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოსალოდნელი იყო, სამეცნიერო საზოგადოება, ორ ბანაკად გაიყო: ნაწილს სჯერა, რომ ეს, მულტი სამყაროს არსებობის, არაპირდაპირი მტკიცებულებაა, ხოლო მეორე ნაწილი დარწმუნებულია, რომ ეს მხოლოდ, მეცნიერებისთვის, ჯერ–ჯერობით, უცნობი ფენომენია.

პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ, მეცნიერები აქამდეც საუბრობდნენ. მაგ., ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ფიზიკოსმა ბრიანა სმარტმა The Conversation–ის გამომცემლობისთვის სტატია დაწერა, რომელშიც პარალელურ სამყაროებზე და დედამიწის ორეულის შესაძლო არსებობის შესახებ, ყველაზე პოპულარული თეორიები განიხილა. გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* როგორ ფიქრობთ, რომელი უფრო მძიმეა – ერთი კილოგრამი ბამბა, თუ რკინა?

* უძველესი ასტრონავტები – ვინ იყვნენ? უცხოპლანეტელები კოსმოსიდან, თუ...

* გველით გამოცდა

* მეცნიერებმა უძველესი ცივილიზაციების დაღუპვის მიზეზი დაასახელეს

* 5 ფაქტი მეკობრეების შესახებ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* გოგონა, რომელიც საზოგადოების ნაწილს უსულოდ მიაჩნდა

* ნატვრის ხე



0
237
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0