x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 754%–ით გაიზარდა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით
2023 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 372.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 985.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 103.0%-ით, ანუ 188.9 მლნ აშშ დოლარით მეტია. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.


image

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 91.6% მოდიოდა.


ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან შემოვიდა 187, 34 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანად შემოსული თანხის 50, 32%–ია. მეორე ადგილზეა იტალია 38, 88 მლნ აშშ დოლარი (10.44%), ხოლო მესამეზე აშშ 30, 45 მლნ აშშ დოლარით (8, 18%).



დანარჩენი პოზიციები ასე გადანაწილდა (ჩარიცხული მოცულობა (წილი მთლიან მოცულობაში):

image

  • საბერძნეთი 17, 37 მლნ აშშ დოლარი (4, 67%)
  • ისრაელი 16, 40 მლნ აშშ დოლარი (4, 41%)
  • გერმანია 14, 67 მლნ აშშ დოლარი (3, 94%)
  • ყაზახეთი 12, 90 მლნ აშშ დოლარი (3, 46%)
  • თურქეთი 8, 77 მლნ აშშ დოლარი (2, 36%)
  • ყირგიზეთი 6, 18 მლნ აშშ დოლარი (1, 66%)
  • ესპანეთი 4, 3 მლნ აშშ დოლარი (1, 16%)
  • საფრანგეთი 3, 86 მლნ აშშ დოლარი (1, 04 %)
  • აზერბაიჯანი 3, 42 მლნ აშშ დოლარი (0, 92%)
  • გაერთიანებული სამეფო 3, 31 მლნ აშშ დოლარი (0, 89%)
  • ირლანდია 2, 87 მლნ აშშ დოლარი (0, 77%)
  • ტაჯიკეთი 2, 43 მლნ აშშ დოლარი (0, 65%)
  • პოლონეთი 1, 95 მლნ აშშ დოლარი (0, 52%)
  • კანდა 1, 61 მლნ აშშ დოლარი (0, 43%)
  • კვიპროსი 1, 36 მლნ აშშ დოლარი (0, 37%)
  • სომხეთი 1, 34 მლნ აშშ დოლარი (0, 36%)
  • ნიდერლანდები 1, 28 მლნ აშშ დოლარი (0, 34%)
  • არაბთა გაერთიანებული საამირო 1, 24 მლნ აშშ დოლარი (0, 33%)


აღსანიშნავია, რომ 21 უმსხვილესი პარტნიორი ქვეყნიდან გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 4 ქვეყანაში:

image

  • აზერბაიჯანი 28, 63 %–ით;
  • პოლონეთი 22, 4 %–ით;
  • ყაზახეთი 6, 43 %–ით;
  • ესპანეთი 2, 36 %–ით;


რაც შეეხება ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდას გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, ასეთი სურათი გვაქვს:

image

  • რუსეთი 753, 72 %–ით;
  • ნიდერლანდები 131, 89 %–ით;
  • ყირგიზეთი 83, 31 %–ით;
  • ტაჯიკეთი 71, 02 %–ით;
  • კვიპროსი 52, 32 %–ით;


ცნობისთვის, 2023 წლის იანვარში საქართველოში უცხოეთიდან 445.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1 190.9 მლნ ლარი, ხოლო 2022 წლის დეკემბერში 535.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 1 438.5 მლნ ლარი შემოვიდა.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. 6 რამ, რაც საბანკო ბარათების შესახებ უნდა იცოდეთ

2. 2019 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 4 014, 0 ათას სტუმარს მოემსახურა

3. 15 უჩვეულო პროფესია, რომლითაც ადამიანები თავს ირჩენენ

4. ცრუ აქციები და ტყუილი საქონლის ხარისხის შესახებ: როგორ მანიპულირებენ ტანსაცმლის მაღაზიები

5. 10 რამ, რასაც მხოლოდ ღარიბი ადამიანი აკეთებს, მდიდარი - არასდროს

6. დანაზოგის გაზრდის 5 გზა, რომელსაც ყველა იაპონური ოჯახი იყენებს

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
64