x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
ანეგდოტად ქცეული რეალური და სახალისო ისტორია წარსულიდან, საბჭოთა კავშირიდან

image
საბჭოთა პერიოდია, სატვირთო მანქანამ მისაბმელი-კასრით ბულვარში ბურახი მიიტანა, სატვირთოდან ჩახსნა, სპეციალურ სადგარზე დააყენა და წავიდა.
ის იყო ბურახის გამყიდველი ქალი ბურახის გაყიდვისათვის მზადებას შეუდგა, როცა მას უცნობი და ასაკოვანი მამაკაცი მიუახლოვდა და ჰკითხა:
-რა ღის მთელი კასრი ბურახი?
-აბა გამოითვალე: 200 ლიტრია, კათხა 30 კაპიკი ღირს, გამოდის მთელი კასრი 120 მანეთი ღირს.
- კარგი, აი თქვენ 120 მანეთი, წადით და დაისვენეთ, საღამოს მოდით ცარიელი კასრის და კათხებისჩასაბარებლად.
- კარგი!
გამყიდველი მიდის. ასაკოვანი მამაკაცი შლის პლაკატს, სადაც დიდი ასოებით წერია: "ბურახი უფასოდ". ხალხი გაკვირვებულია, მაგრამ რამდენიმე ადამიანი მაინც მივიდა ასაკოვან მამაკაცთან პლაკატის წარწერის გადასამოწმებლად. ასაკოვანი მამაკაცი უდასტურებს, რომ ბურახი უფასოა.

მალე ბურახის კასრისკენ ადამიანები დაიძრნენ, ჯერ რამდენიმე, მერე კი დიდი რაოდენობით, რიგიც შეიქმნა, სადაც ადგილის დასაკავებლად ჯერ ხმამაღალი საუბრები წარიმართა, მერე გინებაც გაისმა, მალე კი ჩხუბის რამდენიმე კერაც გაჩნდა, ხელჩართულ ჩხუბს რამდენიმე ახალგაზრდამ დანაც "მიაშველა", ერთი სიტყვით ისეთი სიტუაცია შეიქმნა "დედა შვილს არ აიყვანდა ხელში".

გამოჩნდა მილიციის "უაზიკები", ხალხის ნაწილი დაშალეს, ნაწილი მანქანაში "შეტენეს", მათ შორის ბურახის უფასოდ გამცემი მამაკაციც.
გამომძიებელი ეკითხება ასაკოვან მამაკაცს:

- რა მიზნით მოახდინეთ ჩხუბის პროვოცირება?
- აზრადაც არ მქონია მსგავსი რამ!
- უკანონოდ ვაჭრობთ ხომ?
- არა, უფასოდ ვუმასპინძლდებოდი ხალხს, არიან მოწმეებიც.
- გამოდის, მოპარულ ბურახს ჰყიდდით!
- არა, ჩემი ხელფასით ნაყიდი ბურახით ვუმასპინძლდებოდი ხალხს. ამის უფლება მაქვს.
- შენ გიჟი ხომ არა ხარ?
- სრულიად საღ გონებაზე ვარ, საბუთის წარმოდგენაც შემიძლია თუ საჭიროა.
- კარგი, ჩვენ გაგიშვებთ. მხოლოდ აგვიხსენი, ეს რისთვის გააკეთე? რისთვის დახარჯე შენი შრომით გამომუშვებული ფული? შენთვის რა მოაქვს ამ საქციელს?
-კარგი, გეტყვით. როგორც ხედავთ მე უკვე ახალგაზრდა არა ვარ. კომუნიზმის დადგომამდე ვერ ვიცხოვრებ, მაგრამ მინდოდა როგორ იცხოვრებდა და მოიქცეოდა ხალხი კომუნიზმის დროს, როცა ყველაფერი უფასოდ იქნებოდა.

0
212
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
212