x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„ნორმალურ ქვეყანაში, ამის თქმისთანავე, ეს არსება დეპუტატობიდან გაპანღურდებოდა!" - რას წერს გიორგი გიგაური განათლების ახალ მინისტრზე
გიორგი გიგაური გიორგი ამილახვარი



ჟურნალისტი გიორგი გიგაური განათლების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ამილახვარის დანიშვნას სოციალურ ქსელში კრიტიკული პოსტით ეხმიანება:


„ქვეყნის სირცხვილია და ხალხის აბუჩად აგდებაა, დანიშნოთ განათლების მინისტრად დეპუტატი ამილახვარი, რომელმაც ვაკის პარკის ტრაგედიისას, ყველაფერი შადრევნით მოკლული მარიტას მშობლებს დააბრალა, ბავშვი უმეთვალყურეოდ გაუშვეს სათამაშოდო!


იხარე ერო:
კიდევ ერთი გაქოცებული ნაცი იქნება მთავრობაში!



დიახ, საქართველოს განათლების მინისტრად მედროვე და „უგანათლებულესი" ნაც-კარიერისტი ეყოლება!


განათლების უსახურ მინისტრ ჩხენკელს, რომელმაც ფარისევლობის ყველა რეკორდი მოხსნა, ივანიშვილისთვის მეორე ექვთიმე თაყაიშვილის ძახილით, თანამდებობიდან ხსნიან - უნივერსიტეტებში, სტუდენტური გამოსვლებისა და პროტესტის ვერჩახშობის გამო!


მის ადგილას ნიშნავენ ქოცნების დეპუტატ გიორგი ამილახვარს, რომელიც 2007-2008 წლებში, სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელი ნაცრეჟიმის მთავრობაში - ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის უწყებაში უპრობლემოდ და უშუბლისძარღვოდ მუშაობდა!


ფაქტია, ამილახვარს განათლების მინისტრად მხოლოდ იმიტომ ნიშნავენ, რომ სტუდენტებს ზედამხედველ-ცერბერად დაუყენონ!


ანუ განათლების მინისტრად გვინიშნავენ არსებას, ვინც ვაკის პარკის ტრაგედიისას, ყველაფერი შადრევნით მოკლული ანგელოზი მარიტას მშობლებს დააბრალა, ბავშვს მეთვალყურეობა სჭირდებაო:


„ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია. ბავშვები თამაშობენ. ჩაუვარდა ბურთი. ალბათ, არასრულწლოვანი იყო ეს ბავშვი. არასრულწლოვან ბავშვს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე, რომ არ მოხდეს იმ ადგილას მისი ჩასვლა, სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია და ბუნებრივია, მსგავსი რაღაცა ტექნიკური შეფერხებები შეიძლება იყოს და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს - არა მარტო ბავშვის, არამედ ნებისმიერი მოზარდის… ამაზე ახლა რამე პასუხისმგებლობას სთხოვ ვის?", - აი, სიტყვა-სიტყვით ეს თქვა ჟურნალისტებთან ინტერვიუში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე, განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ამილახვარმა...
ნორმალურ ქვეყანაში, ამის თქმისთანავე, ეს არსება დეპუტატობიდან გაპანღურდებოდა!


მაგრამ ეს დეპუტატად და განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ რომ დატოვეს, ეს ხომ თავის მოჭრაა და ახლა, მთლად, განათლების მინისტრად რომ ასვამენ ქვეყანას თავზე, თან, სტუდენტების საკონტროლოდ და ჩასაწიხლად, ამას უკვე სახელიც აღარ ჰქვია...


P.S. ამ პოსტის გამოქვეყნებიდან ორიოდე საათში, განათლების მინისტრის თანამდებობიდან მოხსნეს მიხეილ ჩხენკელი და მის ადგილას დანიშნეს გიორგი ამილახვარი...


/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/" - წერს გიორგი გიგაური.


გიორგი გიგაური სქრინი





0
338
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0