x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ბიჭებმა კარგად დაიწყეს და ცუდად დაამთავრეს... ეს უკვე მაგარი გოიმობა იყო!" - რას წერს გელა ზედელაშვილი
გელა ზედელაშვილი


რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „კონსერვატიული მოძრობის" ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და სანაცვლოდ საქართველოს დროშა დაკიდეს, რასაც თავდაპირველად ხელს უშლიდა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი. ამის შემდეგ პარლამენტის წინ შეკრებილებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს. აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმიანება:

„ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა!



ყველაფერი კარგი იყო, სანამ ევროკავშირის დროშას ჩამოაგდებდნენ და ცეცხლს წაუკიდებდნენ.


ეს არ შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში. როდესაც იცი, რა ხდება საქართველოს გარშემო... როდესაც ხედავ, მომდგარია მტერი და დუშმანი... როდესაც ევროკავშირის დელეგაციაა ჩამოსული თბილისში, ასეთ პროვოკაციულ გამოხტომებს უნდა ერიდო.


მეორე - არცთუ ლამაზი იყო წამოძახებები პოლიციის მისამართით: „ააა, ბიჭო, იმათთან ჩაისვარეთ და ჩვენთან დიდი გული გაქვთ?! მაინც და მაინც მოლოტოვის კოქტეილები უნდა გესროლოთ?! იმათთანაც ასე რომ მოქცეულიყავით, ასე არ დაგაჩმორებდნენ!"


დიახ, ეს უკვე მაგარი გოიმობა იყო!


თუ პოლიციამ უკან დაიხია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ ჩაისვარა!
თუ პოლიცია რაღაც დათმობაზე წავიდა და სისხლი არ დაღვარა, ეს ნურავის გაათავხედებს, ტაქტიკა და უძლურება სხვადასხვა რაღაცებია!


აღარ მინდა, ამ თემაზე გავაგრძელო... ბიჭებმა კარგად დაიწყეს და ცუდად დაამთავრეს. ნამდვილად არ ღირდა ასე დამთავრება.


მადლობა ყურადღებისთვის", - წერს ზედელაშვილი.


შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.


„შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


აქცია 1


აქცია 2


დროშა


გელა ზედელაშვილი სქრინი




0
504
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0