x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ტანში მზარავს... აქედან ახალგაზრდა ბიჭების გვამებს მშობლებს გაფატრულს ატანდნენ..." - რას წერს ლალი მოროშკინა

ლალი მოროშკინა



ჟურნალისტი და პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ვუახლოვდები ციხეებს და ტანში მზარავს. თითქოს განმიახლდა იარა,
ისევ ყურში ჩამესმის ნატანჯი პატიმრების გოდება. მრავალკილომეტრიან რიგში მდგარი ქალები და ბავშვები...


სიცივეში და თაკარა მზის ქვეშ რომ მიათრევდნენ წყლის მძიმე ავზებს,
რადგან ციხეებში წყალი არ იყო.



აქედან ახალგაზრდა ბიჭების გვამებს მშობლებს გაფატრულს, სილით და გაზეთით გამოტენილს ატანდნენ.


აქ ქალებს საშვილოსნოებს აჭრიდნენ და ცივ ბეტონზე აცხოვრებდნენ, აქ მხოლოდ კვირაში ერთ დღეს მოქონდათ ნორმალური საკვები,
ისიც პატრიარქის დაჟინებული მოთხოვნით, დანარჩენ დღეებში კი ციხის სალაფავს ტექნიკურ ზეთს ასხამდნენ და ამ მომაკვდინებელი შხამის ჭამას აიძულებდნენ.


აქ მორგში მკვდარზე ცოცხლებს აბავდნენ და მთელი ღამით ტოვებდნენ.


აქ ბიზნესმენი პატიმრები ერთ ღამეში მთელ ქონებას ნაცებს უფორმებდნენ.


აქ მამები და შვილები ცალ-ცალკე საკნებში ჰყავდათ.


აქ თუ ექიმს მოითხოვდნენ ჯერ ეკითხებოდნენ - „აბა სად გტკივა?" და ზუსტად იმ ადგილას ჩაქუჩს ურტყამდნენ. აქ გვიკლავდნენ ბიჭებს, გოგოებს და მომავალს...


აქ მხოლოდ ერთი რამ აძლიერებდათ ჯერ კიდევ ცოცხლად დარჩენილებს, ლოცვა და ციხის გისოსებს მიღმა ანთებული სანთლები...


ღმერთო, მადლობა დღევანდელი დღისთვის.


სულ რამდენიმე წუთში, კონცერტით და საჩუქრებით ვესტუმრებით ქალბატონებს და მცირეწლოვან ბავშვებს, მივულოცავთ დედის დღეს და გაჩვენებთ, რომ თურმე, შესაძლებელია, იყოს ციხე და არ ცხოვრობდეს იქ სიკვდილი...


P.S. ვიცი რომ ამ პოსტსაც შემოესევა „დამჰაჰავებელთა" მრავალათასიანი არმია, რომელსაც, პირადად, ჩემზე ამუშავებენ.


ერთს გეტყვით, ამ ჩამონათვალიდან ყველა გამოგეცადოთ საკუთარ ტყავზე", - წერს ლალი მოროშკინა.


შეგახსენებთ, რომ №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში დედის დღე ქართველი ესტრადის მომღერლების კონცერტით აღინიშნა. ქალ მსჯავრდებულებს, ასევე, დედათა და ბავშვთა კორპუსში მყოფ პატიმრებს სხვადასხვა სახის საჩუქარი გადაეცათ. ღონისძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, საერთაშორისო განათლების აკადემია „ბიდისისა“ და „ლიდერ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა.


ლალი მოროშკინა სქრინი







1
433
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
433
  
2023, 3 მარტი, 22:23
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1