x
image
მარიამმ პაიჭაძე
„ინგა გრიგოლიამ ბავშვებს შეუტია!.. რამ გაგაცოფა?" - გელა ზედელაშვილი ინგა გრიგოლიას მიმართავს

გელა ზედელაშვილი ინგა გრიგოლა

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ინგა გრიგოლას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ინგა გრიგოლიამ ბავშვებს შეუტია!


შეუტევდა, აბა, რას იზამდა?



ისაო... გუშღამ ქრთველმა კალათბურთელებმა რომ მოიგეს და ჩვენ კიდე უსაღვროდ გაგვიხარდაო (ვითომ მართლა გაუხარდათ!), რამდენიმე საათში მთავრობის წევრებმა ეს სიხარული სურათებით ჩაგვაშხამესო, მატჩზე დასწრება არ იკმარეს, გასახდელში შევიდნენ და თავიანთი შვილებიც შეიყვანესო.
გაიგონეთ?


ამას ყვება ზიზღით, სახეზე აწერია აუტანლობა და სიძულვილი.
მერე კი... ირაკლი ღარიბაშვილს და სხვებსაც მიმართავს: იცით, რომ შვილები სხვასაც ჰყავსო? თქვენ რაიკომის მდივნებივით რატომ იქცევითო? რა კარგად ახსოვს ინგას თუ ირმას რაიკომის მდივნების ცხოვრება.


ჰოდა... ახლა ჩვენ, საზოგადოების წევრებს გვაქვს რამდენიმე მრავალმნიშვნელოვანი შეკითხვა:


1. ქალო, როცა შენი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, მაშინ ეს ხელისუფლება და ამ მთავრობის წევრები არ იქცეოდნენ ასე საშინლად და არ ჰგავდნენ სოციალიზმის დროინდელ რაიკომის მდივნებს?


2. ქალო, როცა შენი შვილი „სუს"-ში მუშაობდა კაი ხელფასზე, მაშინ ეს ხელისუფლება არ იყო საშიში და მიუღებელი? აჰ, არა?!


3. ქალო, არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ იძულებული ვარ... როცა შენი შვილის ქორწილში მთელ მთავრობას ეპატიჟებოდი და მინისტრებს კალთებსა თუ შარვლის ტოტებს ახევდი, მაშინ ანგელოზები იყვნენ, ხომ?


აუცილებელი განმარტება:


ქალო, შენ შვილს არავინ ეხება. როგორც ამბობენ, ის კარგი ადამიანია და არა მხოლოდ უნდა იმუშაოს, ღირსეულადაც უნდა იცხოვროს. მე პირადად შორიდან ვიცნობ და დადებითი წარმოდგენა მაქვს.


ესეც რომ არ იყოს, ელემენტარულია, ჩვენ რაც არ უნდა ვაკადროთ ერთმანეთს, შვილები არ უნდა ვახსენოთ, ისინი არ უნდა გავრიოთ, მით უფრო არასრულწლოვნები.


დახედე ფოტოს, რამ გაგაცოფა? დავუშვათ, პრემიერი დაესწრო მატჩს, ან წულუკიანი დაესწრო, ან კობახიძე, დასრულდა, მოვიგეთ, სიხარულით ცას ვეწიეთ... პრემიერმა მოისურვა, პირადად მიელოცა კალათბურთელებისთვის. ჩემი აზრით, ეს იყო დაფასება, პატივისცემა, ურთიერთობის უფრო თბილი გამოვლინება. რა უნდა ექნა პრემიერს, ან კიდევ სხვებს, უსიტყვოდ გასცლოდნენ იქაურობას და იმის გამო, რომ იქ შვილებთან ერთად იყვნენ, ბიჭებისთვის არ მიელოცათ?!


ქალო, რა შუაშია აქ, შვილები სხვასაც ჰყავს? შვილები ჩვენც გვყავს? ან ჩვენც ხალხი ვართ? რა შუაში არიან რაიკომის მდივნები, რაიაღმასკომის თავმჯდომარეები და კოლმეურნეობის აგრონომები? რა შუაში არიან მათი ბავშვები და ცოლები?!


ან კი რა? ვინმეს რამე პრობლემა ჰქონდა, თამაშზე დასწრება უნდოდა და ვერ დაესწრო? რატომ იბოღმები, რატომ აფრქვევ ნესტოებიდან და ყურებიდან ცეცხლნარევ შავ ბოლს ბაქოს „პარაოზივით"?!


ქალო, ხვალ გამოხვალ ტელევიზორში და ისევ დაიწყებ: ჩვენი ბავშვები... მათ არ უნდა შევეხოთ... ისინი უმანკოები არიან... ასე არ შეიძლება... არადა, ისეთ ჩათლახურ რაღაცებს აკეთებთ თქვენი „ტვ უბორნიის" საშუალებით, ადამიანი ჭკუიდან გადავა - ყველას შვილებს ეხებით, უსაფრდებით, სახლებში უვარდებით და... თუ სადმე დაინახეთ, სადმე თვალი მოჰკარით, ეგრევე თავს ესხმით.
(ისე, ფეხები არავის მოსჭამოთ, მაგრამ მაინც).


ქალო... მეტი რა გითხრა? წეღან დომენიკ მანგოს ვიდეო ვნახე, რომელიც სამართლიანად „გაშავებს", ხელები შორს ბავშვებისგანო.


ნწუ... ნწუ... ნწუ... აი, მანგოც რომ შენ გაკრიტიკებს და მსოფლიო დონის უფლებათა დამცველს მოგიწოდებს, ენა დაიმოკლეო, თავი სადღა უნდა გამოჰყო?!


ისე, მართლა მაინტერესებს, ადრე ამ მთავრობის წევრების შვილები და შვილიშვილები რატომ არ გაღიზიანებდნენ, მაშინ არაფერს აშავებდნენ? მაშინ ეგრე არა ცელქობდნენ?


აჰ, არა?


მაშინ, ჰო", - წერს ზედელაშვილი.


ინგა

თამაში


შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. შესარჩევი ეტაპის მატჩი თბილისში ისლანდიის გამარჯვებით, 80:77 დასრულდა, რაც ნიშნავს, რომ საქართველომ ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.


ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრები მატჩში დამარცხდა, შესარჩევი ეტაპის გათამაშების ცხრილის თანახმად, დასკვნით თამაშში საქართველოს ნაკრებს სამი ქულით წაგებაც ჰყოფნიდა.


2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კალათბურთში ზაფხულში ჩატარდება.


გელა ზედელაშვილი სქრინი




1
697
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
697
  
2023, 28 თებერვალი, 23:04
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Top24.pw
0 1 1