x
image
მარიამმ პაიჭაძე
„დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა" - რას წერს თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში მიღებულ მკვლელობის მუქარაზე
თეა წულუკიანი


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში მიღებულ მკვლელობის მუქარასთან დაკავშირებით წერს. წულუკიანის ინფორმაციით, მუქარის ავტორი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ იქნა ცნობილი. გთავაზობთ თეა წულუკიანის პოსტს:


„ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.


მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.



დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა - ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.


ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!


მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!" - წერს წულუკიანი.


თეა



თეა სქრინი




0
332
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0