x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფრანგულმა კლუბმა იჩივლა მათ სტადიონზე შუა თამაშის დროს გადაღებული პორნოს გამო
image

ფრანგულმა კლუბმა „ნიცამ“ სასამართლოში საჩივარი შეიტანა მას შემდეგ, რაც მათ სტადიონზე მატჩის დროს პორნოგრაფიული ფილმი გადაიღეს.



ინციდენტი მოხდა 29 იანვარს, 1 ლიგის მატჩზე "ლილის" წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა 1-0 მასპინძლების გამარჯვებით გაეტანე ლაბორდეს(ქვემოთ ფოტოზე ცენტრში) გოლის შემდეგ. მაგრამ ის არ იყო ერთადერთი, ვინც "გაიტანა".

image


კლუბის ადმინისტრაციამ ოფიციალური საჩივარი შეიტანა პოლიციაში მას შემდეგ, რაც X-რეიტინგული ვიდეოს დეტალები გავრცელდა სოციალურ მედიაში და რომელსაც სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი მოყვება.


სამხრეთ სანაპიროს კლუბის გულშემატკივრებმა გააფრთხილეს ადმინისტრაცია, რომ ინციდენტი მოხდა კვირა დღეს შუა თამაშის დროს. კლუბმა მეორე დღეს, ორშაბათს აღმოაჩინა ვიდეო და იმავე დღეს შეიტანა საჩივარი.

image

ვიდეოში მონაწილეობს ფრანგი პორნოვარსკვლავი ლორ როკუზო(ქვემოთ ფოტოზე, კადრები ფილმიდან), რომელმაც, სავარაუდოდ, შემთხვევითი თაყვანისმცემელი აირჩია ინტიმური ურთიერთობისთვის, რომელიც მოხდა შუა თამაშის დროს .პრონოვარსკვლავმა მამაკაცი ტუალეტში გაიყვანა, სადაც მოხდა სექსუალური აქტი.

image

"ნიცას" აქვს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია მას შემდეგ, რაც 9 იანვარს ლუსიენ ფავრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, "მიდლსბროსა" და "პსჟ"-ს ყოფილმა ნახევარმცველმა, დიდიე დიგარდმა დაიკავა დროებითი მწვრთნელის ადგილი.

ბოლო შედეგით კლუბი 1 ლიგის ცხრილის მეშვიდე ადგილზე აიწია და ევროპის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე "ლილეს" მხოლოდ ოთხი ქულითღა ჩამორჩება.


"ნიცა" ეკუთვნის ინგლისელ მილიარდერს და INEOS-ის აღმასრულებელ დირექტორს სერ ჯიმ რეტკლიფს, რომელიც აპირებს ფსონი დადოს ინგლისურ გიგანტზე "მანჩესტერ იუნაიტედზე".

image


0
102
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0