x
image
მარიამმ პაიჭაძე
დავით ოქიტაშვილი: „ახალი სკანდალი"... დედა გიულიმ კიდევ ერთხელ დასცინა საქართველოს მოსახლეობას"

დავით ოქიტაშვილი


საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ახალი სკანდალი"...


დედა გიულიმ კიდევ ერთხელ დასცინა საქართველოს მოსახლეობას - ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს.



თურმე, საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის შენობა-ნაგებობები იმიტომ გადაიფორმა, რომ იხსნა ოკუპაციისაგან და პუტინისაგან. დედა გიული, ესეიგი, რა გომოდის, რომ ადმინისტრაციულ კორპუსსა და სხვა კორპუსებზე უთხარით თქვენს რუს მეგობარ ჯალათებს, რომ ოკუპაცია გაეკეთებინათ და მიეთვისებინათ?! სამარცხვინო დედაკაცი ხარ! დაგველოდე", - წერს დავით ოქიტაშვილი.


საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის გასხვისებით სააკაშვილმა მაშინ საქართველო იხსნა ოკუპაციით გამოწვეული შესაძლო შედეგებისგან.


„რომ ატყდა ერთი ვაი-უშველებელი, როგორ გადაუხადა ალასანიამ მილიონი დოლარიო, ამაზე დეტალურად ხომ გიპასუხეთ, ახლა რატომ გადასცა სააკაშვილმა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობაო...


ჩემმა შვილმა გადაარჩინა საქართველო ოკუპაციას, მაშინ იყო საშიშროება იმის, რომ რუსები შემოსულიყვნენ. ეს იყო ერთგვარი ტაქტიკა იმ დროს, ასე ადვილად პრეზიდენტის ოჯახს და ქონებას ვერ შეეხებოდნენ. ამიტომაც მოხდა ამ ქონების გადანაწილება, ცნობად ადამიანებზე, რომ რუსებს არ წაეღოთ. ახლა გესმით ეს? რა, მარტო მე მაქვს გგონიათ, 1 ლარად გადმოცემული? ან, სულ სახელმწიფო ქონება ხომ არ იქნებოდა? ძალიან კარგად იციან ეს. ამიტომაცაა ესე გააფთრებული პუტინი და აძლევს დავალებას მთავრობას და ივანიშვილს, რომ მოხდეს ჩემი შვილის ყოველმხრივი დისკრედიტაცია. ეს დაიმსახურა მიშიკომ? ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოს გადამრჩენელს, დამაარსებელს რაღაც კაპიკებზე ედავებოდნენ, წარმოგიდგენიათ?" - განაცხადა გიული ალასანიამ.


ოქიტაშვილი





0
709
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამმ პაიჭაძე
მარიამმ პაიჭაძე
709
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0