x
მეტი
  • 09.05.2024
  • სტატია:134690
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508903
გიორგი მასხულიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლექსი დაუწერა
image

.

ცნობილმა დიზაინერმა და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელმა, კონკურს „მისტერ ვალენტინის“ დამფუძნებელმა გიორგი მასხულიამ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ლექსი მიუძღვნა. ცნობილია, რომ მასხულია ბოლო წლებში საქართველოს მწერალთა კავშირში გაწევრიანდა.

.


საქართველოში პრეზიდენტია

პირველად ქალი...

ჭროღათვალება, ნატვრისთვალია

ამ ცეცხლის ალი...

ანარეკლია თამარ მეფის

ალი და კვალი...

მარადისობის ძალი და მადლი

ლურჯი თვალებით, ლამაზი ქალის

ქვეყნისთვალია, თამარ მეფის

კვალი და ალი...“

.

გიორგი მასხულიას ეს ლექსი მის მიერვე გამოცემულ ფერად ჟურნალში „ჯი-ემ სთარი“ - თებერვალი-მარტის ნომერშია დაბეჭდილი. ჟურნალის ღირებულება 10 ლარია.

.

image

0
665
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
665
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0