x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
სად გადიოდა საქართველოს ტერიტორიაზე მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვისაკენ მიემართებოდა...

თავდაპირველად დაწინაურდა და სხვებზე უფრო მეტად განვითარდა სამხრეთ მხარეთა მოსახლეობა, რომელიც სპარსეთის სამეფოს ფარგლებში იყო მოქცეული.

ძვ. წ. IV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც აქ მცხოვრები ტომები განთავისუფლდნენ სპარსელებიგან, ქვემო ქართლისა და მცხეთის ტერიტორიაზე უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართველი ტომების დიდი პოლიტიკური ერთეული, რომლის ფარგლებშიც თანამედროვეაღმოსავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილიც მოექცა. აქ თანდათან სულ უფროდაუფრო დიდი როლის თამაშს იწყებდა მცხეთის რაიონი. მცხეთაზე გადიოდა მსოფლიო მნიშვნელობის დიდი სავაჭრო გზა, რომელიც ინდოეთიდან ხმელთაშუა ზღვისკენ მიემართებოდა შავი ზღვის ნავსადგურთა მეშვეობით. ინდური საქონელი მდ. ამუდარით ჩაჰქონდათ კასპიის ზღვაში და იქიდან მტკვრით ამოჰქონდათ აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც საქონელი მდ. რიონით შავი ზღვის სანაპირო ქალაქებს, კერძოდ ფაზისს, ახლანდელ ფოთს აღწევდა. ამ გზის შესახებ ცნობები მოეპოვებათ უკვე ძვ. წ . IV-III საუკუნეთა მიჯნაზე მცხოვრებ ბერძენ მწერლებს.

image

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0