x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134056
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
სად შეიძლება სახლობდნენ ჩვენი მსგავსი უცხოპლანეტელები?
შესაძლოა თუ არა, რომ შორეული ვარსკვლავის ირგვლივ მბრუნავ სრულიად უცხო პლანეტაზე აღმოცენებულიყო დედამიწის მსგავსი სიცოცხლე? ეს არის კითხვა, რომლის გარშემოც მრავალი წლის განმავლობაში კამათი არ წყდება.


არადა, კონვერგენტული ევოლუციის უმთავრესი პოსტულატის თანახმად, ცხოვრების წესი განაპირობებს ამა თუ იმ არსების გარეგნულ მახასიათებლებს და არა გენეტიკა და წარმომავლობა. ასე მაგალითად მახრა და თხუნელა გასაოცრად ჰგვანან ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მწერია, მეორე კი ძუძუმწოვარი და მათ შორის საერთო თითქმის არაფერია.


იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლურჯი ვეშაპების და დელფინების შესახებაც: ორივე მათგანი ძუძუმწოვარია, თუმცა ისინი ზედმიწევნით ჰგვანან თევზებს, რადგან სწორედ თევზების იდენტურ საარსებო გარემოში უხდებათ ცხოვრება. როგორც ლურჯ ვეშაპს, ასევე დელფინს გაცილებით მეტი საერთო აქვს ირემსა და ანტილოპასთან, ვიდრე რომელიმე თევზთან, თუმცა მათი გარეგნული მახასიათებლების მიხედვით ამას ვერ ვიტყვით.


ზუსტად იგივე შეგვიძლია ვთქვათ უცხოპლანეტელების შესახებაც: თუ ისინი მართლა არსებობენ, შეგვიძლია თითქმის დანამდვილებით ვივარაუდოთ, რომ ზედმიწევნით გვგვანან ჩვენ, ადამიანებს.



აღნიშნულის შესახებ “ბი ბი სისთან” ინტერვიუში ისაუბრა კემბრიჯის უნივერსიტეტის პალეობიოლოგ-ევოლუციონისტმა, საიმონ კონვეი მორისმა. მან “გონივრული დაბეჯითებით” განაცხადა, რომ ადამიანის ევოლუცია არამარტო დედამიწაზე, არამედ კოსმოსის სხვადასხვა შორეულ კუთხეებშიც მოხდა.


თუმცა ამ მოსაზრებას ყველა არ ეთანხმება. მაგალითად აწ გარდაცვლილი ევოლუციონისტი, სტივენ ჯ. გულდი ამტკიცებდა, რომ თუ თქვენ შეძლებდით დედამიწაზე ევოლუციის პროცესის ხელახლა წარმართვას, იმის ალბათობა, რომ ადამიანები კვლავაც გაჩნდებოდნენ, ძალიან მცირე იქნებოდა.


სხვა მეცნიერები, ისეთები, როგორიცაა მაგ. კოსმოლოგი ფერგიუს სიმპსონი, ამტკიცებენ, რომ პლანეტის ზომას ყველაზე არსებითი მნიშვნელობა აქვს და დედამიწასთან შედარებით გაცილებით მცირე ზომის პლანეტაზე შესაძლოა თეთრი დათვების ზომის უცხოპლანეტელები სახლობდნენ, რადგან რაც უფრო მცირეა გრავიტაცია, მით უფრო მაღალი და ვეებერთელა იზრდება ესა თუ ის სახეობა.


მიუხედავად იმისა, უცხოპლანეტელები თეთრი დათვის ზომისები არიან თუ არა, უაღრესად საინტერესოა ადამიანის გარეგნობის მქონე უცხოპლანეტელების არსებობის იდეა ჩვენგან მილიონობით სინათლის წლის მანძილზე. თუმცა კიდევ უფრო საინტერესოა კითხვა, ისინი ინტერესდებიან თუ არა ჩვენი არსებობით.


იმის წყალობით, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი უკვე დედამიწის გარშემო ორბიტაზე ბრუნავს და სამყაროს ყველაზე საინტერესო საიდუმლოებებს იკვლევს, გამორიცხული არ არის, რომ მალე მივიღებთ ზუსტ წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ რა ხდება შორეულ პლანეტებზე და სახლობენ თუ არა იქ ადამიანის მსგავსი უცხოპლანეტელები.


ტექნიკურად განვითარებული ცივილიზაცია ალბათ მცირე კვალს როდი დატოვებდა, რომლის აღმოჩენა ისეთი გასაოცარი ტექნიკური საშუალებით, როგორიც ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპია, დიდად არ უნდა გაგვიჭირდეს.


უცხო

0
92
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0