x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
მორწმუნე დედამ უჩივლა დაწყებით სკოლას, რომელმაც 4 წლის ბიჭი აიძულა ლგბტ აღლუმში მიეღო მონაწილეობა
image

მორწმუნე დედა ამტკიცებს, რომ მისი ოთხი წლის ვაჟი აიძულეს მონაწილეობა მიეღო სკოლის "ლგბტ სიამაყის აღლუმში", ხოლო თავად დაწყებითი სკოლის დირექტორი "ქრისტიანოფობიაში" დაადანაშაულა.


38 წლის იზი მონტეგიმ განაცხადა, რომ სუზან პაპასმა, სამხრეთ ნორვუდის(აღმოსავლეთ ლონდონი) Heavers Farm -ის დაწყებითი სკოლის დირექტორმა მის შვილს უთხრა, რომ არ ჰქონდა უფლება 2018 წლის ივნისში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა


დედა დაუკავშირდა სკოლას თხოვნით, რომ გაერკვია რით იყო გამართლებული შვილის დასწრება ლგბტ-პრაიდზე, მას შემდეგ. როდესაც ღონისძიებაზე დასწრების მიწვევა, მიიღო 2018 წლის ივნისში.


image



გუშინდელ ჩვენებაზე ქალბატონმა მონტეგიმ სასამართლოს განუცხადა: „მე მიმაჩნია, რომ ვინც გადაწყვეტს, რომ ბავშვებმა ლგბტ მსვლელობაში უნდა მიიღონ მონაწილეობა, არ უნდა იყოს დაწყებითი სკოლის დირექტორი“.


ქალბატონი მონტეგიის ჯვარედინი დაკითხვისას, სკოლის წარმომადგენელმა იან კლარკმა თქვა: „მაშ ასე, თქვენ ქალბატონ პაპასს არც შეხვედრიხართ და ისე ითხოვთ მის გადადგომას ".


”იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო მანამ, სანამ სკოლასთან რაიმე შეხება გექნებოდათ საჩივრის კუთხით, ხელმძღვანელობიდან ვინმე არ გესაუბრათ აღლუმის შინაარსზე?”


ქალბატონმა მონტეგიმ უპასუხა: „მე მგონია, რომ პრობლემა არ იყო სასწავლო პროგრამაში, არამედ იმაში, რომ აიძულო ბავშვები მონაწილეობა მიიღონ ლგბტ აღლუმში. არცერთი მათგანი არ შეცვლილა საჩივრის შეტანის შემდეგ."


„თქვენ ამბობთ, რომ ქალბატონი პაპასის კომენტარები ქრისტიანოფობიურია, მაგრამ არავითარ მაგალითი არ მოგყავთ ასე არ არის? - თქვა მისტერ კლარკმა.


Mrs Montague replied: 'My idea of saying [she] was Christian-phobic was [in regard to saying] anything that was a mere disagreement of gay lifestyles was homophobic.


”ჰომოფობია-ეს ფსიქიკური დაავადებაა, ასე რომ, იმის თქმა, რომ ვისაც გააჩნია ქრისტიანული ღირებულებები, ძირითადად ამბობს, რომ მას აქვს ფსიქიკური პრობლემები.”


„მაგრამ შეგიძლიათ რაიმე ქრისტიანოფობიის კონკრეტული მაგალითი გვითხრათ ამ მომენტში? ჰკითხა ადვოკატმა.


დედამ უპასუხა: „მხოლოდ მე ის ვთქვი, რომ ჩემი შვილი ვერ დაესწრება ღონისძიებას რადგან ის ქრისტიანია, ეს გარკვეულწილად განსაზღვრავს, რომ ისინი არ იცავენ კანონებს ან არ არიან მრავალფეროვანნი, რაც, ჩემი აზრით, ქრისტიანოფობიაა“.




image


ქალბატონი მონტაგი, ქრისტიანული სამართლის ცენტრის მხარდაჭერით, უჩივის სკოლას პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის, ვიქტიმიზაციისა და ნორმატიული მოვალეობის დარღვევის გამო 1996 წელს მიღებული განათლების კანონის და 1998 წლის ადამიანის უფლებების კანონის მიხედვით.


პირველად ბრიტანეთის სასამართლო დაწყებით სკოლებში ლგბტ იდეოლოგიის დაწესების კანონიერებას განიხილავს.


საქმის მოსმენა გრძელდება.

0
251
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
251
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0