x
image
ქეთეონე
"რაღაცნაირად ამბობს - სიკვდილის მეშინიაო" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე?

image



მოგეხსენებათ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ, 6 იანვარს დაადასტურა ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქე, ლიზა ქისტაური გარდაცვლილი იპოვეს.


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება ბელგიაში გარდაცვლილი ქართველის - ლიზა ქისტაურის გარდაცვალბის ფაქტს.



ელისო კილაძის თქმით, მისთვის არ იყო ცნობილი თუ ვინ იყო ლიზა ქისტაური, თუმცა მისი ინტერვიუებიდან გამომდინარე, იგი გარკვეულ დასკვას აქვეყნებს და წერს, რომ ლიზა ქისტაურს სიკვდილის ეშინოდა და იგი სწორედ აგრესიასა და ბოროტებას გაექცა საქართველოდან.




გთავაზობთ სრულ "პოსტს" :


"ლიზა ქისტაურზე ბევრი არაფერი ვიცოდი-ახლა ჩამოვყევი და მისი ინტერვიუები ვნახე. ერთგან რაღაცნაირად ამბობს-სიკვდილის მეშინიაო. ყველაზე ბევრი სითბო დედის მიმართ აქვს გამოხატული-ეტყობა დედა იყო მისი მთავარი იმედი ამ ბედკრულ სამყაროში. რამდენი რამის გადატანა მოუწია მასაც და მის დედასაც, ამ ქვეყნიდან აგრესიას და ბოროტებას გაექცა .იქ თავისუფალ სამყაროშიც ვერ იპოვა სიმშვიდე. დღეს სიკეთის დაბადების ღამეა.... დააცადეთ ადამიანებს ცხოვრება, დააცადეთ იყვნენ ის ვინც უნდათ იყვნენ ! ნუ მოკლავ ლიზას. არ არსებობს სიტყვები, რომელსაც ახლა ლიზას დედის ნუგეში შეუძლია..."





image

1
456
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
456
  
2023, 7 იანვარი, 23:05
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1