x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508639
შუა საუკუნეებს მართალია ბნელ ეპოქას ვუწოდებთ, მაგრამ მთლად ასეც არაა. ამისი მაგალითი სიმაგრეებზე საპირფარეშოების ქსელია
image შუა საუკუნეებს დღემდე ხშირად ბნელ ეპოქად მოიხსენიებენ, თუმცა ეს ვთვლი რომ შეცდომაა.


ნებისმიერ საუკუნეს მოჰქონდა და მოაქვს საზოგადოებისათვის საჭირო სიახლეები.


თუნდაც ის ბნელი ეპოქა ავიღოთ, მართალია მაშინ წყლის სისტემები ისე არ იყო გაკეთებული, როგორც დღეს, მაგრამ საკმაოდ გამართული ქსელები კი იყო, რომელსაც ტყვიის მილებისგან ამზადებდნენ, რაც ხშირად მოქალაქეების მოწამვლას იწვევდა, ტყვიით მოწამვლა მთლად მარტივი პრობლემა ნამდვილად არაა.


წყლის ნაკლებობის და ქუჩების მოხრეშვა-მოკირწყვლის გარეშე ქონის გამო ლაფი და ტალახი მოქალაქეებს შავ დღეში აგდებდა.



წყლის დეფიციტი ყმებთან შედარებით ნაკლებად აწუხებდათ ფეოდალებს, მაგრამ არც მათთან იყო ეს პრობლემა სრულად მოგვარებული, თუმცა ჰიგიენის დაცვა რომ აუცილებელი იყო ეს ყველამ იცოდა და აქედან გამომდინარე ფეოდალების ციხესიმაგრეებში ეს პრობლემა მოგვარებული იყო, საუბარია საპირფარეშოს არსებობაზე ციხესიმაგრეებში.


ციხესიმაგრის აგებისას სპეციალურად კეთდებოდა სართულებიდან სიმაგრის საძიკვლამდე მიმავალი სპეციალური, ძირითადად ოვალური ფორმის სადინარი, სადაც ზედა სართულებზე არსებული სართულებიდან ფეკალური მასა გროვდებოდა ქვედა სართულზე, მის გასაწმენდად საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენლებს ქირაობდნენ, მათ კეთროვანივით ერიდებოდა მოქალაქეები, რადგან სპეციფიური სამუშაოს გამო ლეშივით ყარდნენ.
სიმაგრის შიგნით პრაქტიკულად არ კეთდებოდა საპირფარეშო, ის სიმაგრის კედელზე კეთდებოდა და სპეციალური სადინარებით ერთდებოდა ერთ ადგილზე.


სურათზეც კარგად ჩანს საპირფარეშოები სიმაგრის კედელზე სადინარებით, ასევე ჭრილში კარგად ჩანს ასეთი საპირფარეშოს გამოყენების და მოქმედების პრინციპი.


0
148
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
148