კულტურა ,,ჯოკერის ღიმილი"- რატომ იკეთებდნენ აინუს ხალხის ქალები შემზარავ ტატუს? 2022, 7 დეკემბერი, 15:29 აინუ ქალების ფოტოებმა შეიძლება ნამდვილი შოკი გამოიწვიონ ხალხში. ტრადიციის მიხედვით, ნორმა იყო ლამაზი ტატუს გაკეთება სხეულზე. რაც შეეხება ამ “ჯოკერის ღიმილს" ტრადიცია ჩამოყალიბდა დაახლოებით 10 000 წლის წინ. კულტუროლოგები თვლიან, რომ "ღიმილის" ხატვის ტრადიცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში, მას დიდი ხნის განმავლობაში მისდევდნენ აინუს ხალხის წარმომადგენლები. იაპონიის მთავრობის ყველა აკრძალვის მიუხედავად, მე-20 საუკუნეშიც კი, აინუს ხალხი იკეთებდა ტატუაჟს. უკნასკნელი "სწორად" ტატუირებული ქალი გარდაიცვალა 1998 წელს. აინუსთვის ტატუზე უარის თქმა მიუღებელი იყო, რადგან ითვლებოდა, რომ ამ შემთხვევაში გოგონა ვერ შეძლებდა დაქორწინებას და სიკვდილის შემდეგ სიმშვიდეს ვერ იპოვიდა შემდგომ ცხოვრებაში. აღსანიშნავია, რომ ცერემონია მართლაც შემზარავი იყო: 7 წლის გოგონებზე იწყებდნენ ტატუს მოხატვას, წლების განმავლობაში იხატებოდა და ზუსტად ქორწილის დღეს სრულდებოდა. ბასრი მაკირის დანით ტუჩების ირგვლივ ჭრილობებს აკეთებდნენ, რომლებიც ივსებოდა კერიდან, ქალღმერთ ფუჩის სამყოფელიდან ამოღებული ჭვარტლით. ითვლებოდა, რომ ის იყო დამცველი პრობლემებისა და დაავადებებისგან, ასევე ეხმარებოდა დაბადებისა და სიკვდილის მომენტებში. 255 1-ს მოსწონს
|