x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
აშშ-ში მოსამართლე სხდომაზე თითქმის შიშველი გამოჩნდა
image
აშშ-ის კოლუმბიის მეტროპოლიტენის ოლქის მოსამართლე ვივიან პოლანია მთელს მსოფლიოში ცნობილი გახდა იმის წყალობით, რომ მან ცოტა ხნის წინ ინტერნეტში თავისი თამამი ფოტოები გამოაქვეყნა. კრიტიკის საპასუხოდ, პოლანიამ განაცხადა, რომ მან ეს გააკეთა, როგორც პასუხი დევნაზე, რომელსაც სისტემატურად განიცდიდა სხვა კოლეგებისგან, რომლებიც მას ადანაშაულებდნენ ცუდ გემოვნებაში და ლამაზად ჩაცმის არცოდნაში.


მოგვიანებით კი მოსამართლე სასამართლო სხდომაზე ნახევრად შიშველი გამოჩნდა.




კოლუმბიის ოლქის წესები კვლავ იძლევა უფლებას მოსმენების დისტანციურად ჩატარდეს. ეს ღონისძიება მოქმედებს COVID-19 პანდემიის დაწყებიდან.



მანქანის განზრახ აფეთქების ბრალდებით საქმის განხილვისას 34 წლის პოლანია კომპიუტერის მონიტორებზე საწოლში ნახევრად შიშველი გამოჩნდა. პოლანია იწვა და სიგარეტს ეწეოდა.



image



პროცესში ჩართულმა ადვოკატებმა დაუყოვნებლივ გაავრცელეს ვიდეოს ფრაგმენტები და საჩივრით მიმართეს სასამართლოს დისციპლინურ კომიტეტს.




პოლანიას მოვალეობა 3 თვით შეუჩერდა. კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ პოლანიამ დაარღვია სავალდებულო ჩაცმულობის კოდი, რომელიც „არ შეესაბამება იმ მზრუნველობასა და პატივისცემას, რომელიც მოსამართლემ უნდა გამოხატოს მართლმსაჯულების წინაშე“.

0
287
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0