x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508849
გარდაიცვალა კაცი, რომელიც 18 წლის განმავლობაში პარიზის აეროპორტში ცხოვრობდა და მასზე სპილბერგმა ფილმი გადაიღო
image

ირანელი მეჰრან კარიმ ნასერი, რომელიც 18 წელი ცხოვრობდა პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში გარდაიცვალა. მისმა ისტორიამ შთააგონა სტივენ სპილბერგი გადაეღო ფილმი 'ტერმინალი' ტომ ჰენკსის და კეტრინ ზეტა-ჯონსის მონაწილეობით.




ნასერი, რომელიც 1945 წელს დაიბადა ირანის პროვინცია ხუზესტანში, დედის საძებნელად ევროპაში გაფრინდა. მისი ცდა წარუმატებლად დასრულდა მიეღო პოლიტიკური თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში, არასწორი საიმიგრაციო დოკუმენტების არარსებობის გამო იგი გააძევეს. რამდენიმე წელი მან ბელგიაშიც გაატარა.

image


ამის შემდეგ ის საფრანგეთში აღმოჩნდა და შარლ დე გოლის აეროპორტში დასახლდა. ირანელი იქ 1988 წლიდან 2006 წლამდე ცხოვრობდა. მან განაგრძო იქ ცხოვრება მაშინაც კი, როცა 1999 წელს მიიღო ლტოლვილის სტატუსი და საფრანგეთში ყოფნის უფლება. 2006 წელს იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ისე, რომ მისი დიაგნოზი არ დასახელდა.


რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა 2004 წელს ნასერის ცხოვრების მოტივებზე ფილმი „ტერმინალი“ გადაიღო, სადაც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

image



ფილმის პრემიერის შემდეგ, ნასერი კიდევ უფრო პოპულარული გახდა. მან დაირქვა სახელი „სერ ალფრედი“ და მედიასაშუალებებს დღეში ექვს ინტერვიუს აძლევდა.


ნასერის ამბავმა მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრო და მის ირგვლივ არაფორმალური მხარდაჭერის ქსელი გაიზარდა. მკურნალობის შემდეგ ის სპილბერგის ფილმის წყალობით მიღებული ჰონორარით ცხოვრობდა საერთო საცხოვრებელში.


სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ის კვლავ დაბრუნდა აეროპორტში, სადაც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. აეროპორტის თანამშრომლის თქმით, მამაკაცს რამდენიმე ათასი ევრო აღმოაჩნდა.

0
354
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
354
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0