x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508578
„ვაკე-საბურთალოს საპასპორტოს უფროსი იყო, საბუთებში “მწვანე” კუპიურა უნდა ჩაგეცურებინა“
image.

ენმ–ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ხარაგაულში ცემასთან დაკავშირებით, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე ინფორმაციას აქვეყნებს, ჟურნალისტი წერს რომ ეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძეა, რომელიც წარსულში ვაკე საბართულოს საპასპორტოს უფროსი იყო:


“ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე დღევანდელი ძალადობის ორგანიზატორი.
2002-2004 წლებში ვაკე საბურთალოს საპასპორტოს უფროსი, რომ იყო, საინტერესოა თუ გაიხსენებს, საზღვარგარეთის პასპორტის ყდების დეფიციტია, რომ ამბობდა, მერე საბუთებში “მწვანეს” რა კუპიურა უნდა ჩაგეცურებინა პასპორტი რომ მოეცა?” 2003 ამერიკაში რომ წავედი მახსოვს პასპორტი რა წამების ფასად მომცეს.~ - წერს ნოდარ მელაძე.
Возможно,  это изображение один или несколько человек
აქვე ვაქვეყნებთ თავად ლევან ხაბეიშვილის პოსტს, სადაც წერს, თუ რის გამო ჩავიდა ის ხარაგაულში :
” ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელსაც ხელფასი 4000 ლარი აქვს – მისი ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას. ეს მაშინ, როცა 5000 მომლოდინეა ხარაგაულში დახმარების მომლოდინეთა რიგში. ???? მათ და მათ კოლეგებს, ყველა მთავრობის წევრს მინდა ვუთხრა – არ დაგითმობთ არც ამ ქვეყანას, არც ამ ქვეყნის ბიუჯეტს, ფულს, რომელსაც პარავთ საქართველოს მოსახლეობას ❗️ წარმოუდგენელი განათლების, ლექსიკის ხალხია, რომელთა სიტყვათა მარაგში უცენზურო სიტყვების გარდა არაფერი არ არის.”
.
“ქართული ოცნების” აქტივისტები და ხარაგაულის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილზე მიგზავნილები ხაბეიშვილის საკრებულოდან გაძევებას ცდილობენ.


ხებეიშვილი ხარაგაულში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ოჯახს სოციალური დახმარება დაუნიშნეს.

აღსანიშნავია, რომ დავით კიკნაძე სოლიდურ ანაზღაურებას 4 000 ლარს იღებს. საჯარო სამსახურში ასევე დასაქმელია კიკნაძის მეუღლე ია ტაბატაძე. ის არის ხარაგაულის მერიის ფინანსისტი და მისი წლიური შემოსავალი არის 8000 ლარამდე.

.

0
835
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
835
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0