x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134032
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ხელისუფლება უგონო მდგომარეობაშია

imageსაქართველოს ხელისუფლება მთელი 6 თვეა გამალებით უტევს ამერიკის ელჩს საქართველოში ქალბატონ კელი დეგნანს. მიზეზი უცნობია, გარდა იმისა, რომ ამერიკის მიმართ პრეტენზიები საერთოდ აზრსაა მოკლებული და ვერც ერთი არგუმენტი იმასთან დაკავშირებით თითქოს ომის გაჩაღების საქმეში კელი დეგნანი ბიძინას დაუკავშირდა საკონსულტაციოდ და მას თხოვდა მეორე ფრონტის გახსნას საქართველოს ტერიტორიაზე, არის აბსურდი და უმადური საქმე.

სუბარის ოთხეული ითხოვს, კელი დეგნანმა მოიხადოს ბოდიში, ყველა იმ განცხადებაზე სადაც უპირისპირდება საქართველოს სტრატეგიულ პოზიციას, დაიცვას მშვიდობა და არ დაუშვას ქვეყნის ტერიტორიაზე ომის გაჩაღება. თუმცა დღემდე გაუგებარია, რატომ უნდა უნდოდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომი საქართველოში, ან თუნდაც უკრაინაში, რადგან ორივე შემთხვევაში, ცეცხლი, რუსეთმა გახსნა სხვის ტერიტორიაზე.

პ.ს სუბარის ოთხეულის პარტიას, რომელსაც რაღაც ძალა დაარქვეს, საუბრობს სიმართლის თქმის აუცილებლობაზე, რომ ხალხმა უფრო მეტად უნდა იცოდეს რა ხდება მის თავს. ჯერჯერობით, რამე არ ჩანს, რომ ვინმე გამოსულიყო და კონკრეტულად დაესახელებინა რამე ფაქტი და მოვლენა, რომელიც რაიმეთი მაინც მიუთითებდა კელი დეგნანის ბრალდებებზე საქართველოს წინაშე.

0
87
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ბადრი ესებუა
ბადრი ესებუა
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0