x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ირანის რეჟიმი უნდა დაემხოს ირანელი ხალხის მიერ, რადგან მორალის პოლიცია ისლამის სახელით ხოცავს ახალგაზრდებს
image მოგეხსენებათ ირანში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო ირანელი გოგონას მაჰსა ამინის დაღუპვის შემდეგ, ახალგაზრდა გოგონა მორალის პოლიციის მიერ იქნა დაკავებული "შეუსაბამო ჩაცმის" ბრალდებით, გოგონა ჯერ პოლიციის ფურგონში ცემეს შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში, რამაც მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება გამოიწვია და კლინიკაში გადაყვანილი გოგონა გონს მოუსვლელად გარდაიცვალა.


გოგონა ირანის ქურთისტანიდან იყო. მისმა მკვლელობამ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები გამოიწვია ირანში, ახალგაზრდა ქალებმა პროტესტის ნიშნად თავი მოიშიშვლეს და ირანის ქალაქების ქუჩბში თავსაბურავების გარეშე გამოვიდნენ, რასაც ასობით დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა, პოლიციამ გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი რასაც 50-დე დემონსტრანტის დაღუპვა გამოიწვია.


ამ სურათზე ირანელი გოგონა ნიკაა, რომელმაც მაჰსა ამინს სოლიდარობა გამოუცხადა, ჰიჯაბი და თავსაბურავი სახალხოდ დაწვა, რასაც მისი დაკავება მოჰყვა მორალის პოლიციის მიერ. დაკავებიდან მეათე დღეს კი ნიკას ცხედარი მის ოჯახს სახლში მიუსვენეს, გოგონა ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა, ნიკას მამას თქმით მისი შვილი ჯანმრთელი იყო და არანაირი პრობლემა არასდროს ჰქონია ჯანმრთელობის მხრივ, მამის თქმით გოგონას სხეულზე აღენიშნება ფიზიკური ზემოქმედების კვალი, რომლებსაც შეეძლო მისი შვილის გარდაცვალების გამოწვევა.


გოგონა ჯერ მხოლოდ 17 წლის იყო. უფრო სწორედ სახლში მისვენების დღეს შეუსრულდა 17 წელი.



ირანის მორალის პოლიცია უშუალოდ ირანის სულიერ ლიდერს ექვემდებარება.
სხვათაშორის ირანის მიერ რუსეთისათვის სხვადასხვა ტიპის დრონების გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგი იყო ირანის სამოქალაქო ხელისუფლება, მაგრამ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალ ხამენეის უშუალო ჩარევით მოხდა დრონების გადაცემა რუსეთისათვის.


ირანის სულიერი ლიდერი აღჭურვილია აბსოლუტური ძალაუფლებით, სწორედ მისი რადიკალური შეხედულებების გამო იტანჯება ირანელი ხალხი, ირანი რომელიც ძალიან მდიდარია ნავთობით და აირით დღეს ერთერთი უმდიდრესი ქვეყანა უნდა იყოს, სამწუხაროდ ირანის სულიერი ლიდერის გამო ეს ქვეყანა ტერორისტების დაფინანსებით და საკუთარი ერის დევნითაა დაკავებული.
სწორედ ამიტომაა საჭირო ირანში სასულიერო ხელისუფლების შცვლა სამოქალაქო ხელისუფლებით, რაც ძირეულ ცვლილებებს გამოიწვევს ქვეყანაში და ირანი გახდება ერთერთი მოწინავე და თანამედროვე ქვეყანა.

0
180
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
180