x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ცნობილ ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებიც ვერც კი შეამჩნიეთ

image
ყველაზე მეტად ადამიანებს მოსწონთ სხვისი წარუმატებლობის ყურება და იმის შემჩნევა, რაც სხვებმა ვერ შეამჩნიეს, განსაკუთრებით თუკი საქმე ფილმებს ეხება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ზოგჯერ მაღალბიუჯეტიან ფილმებში რედაქტორები მხედველობიდან უშვებენ გაპარულ შეცდომებს, რომლებიც შემდეგ უნებურად ამხიარულებენ მაყურებელს მრავალი წლის განმავლობაში. წარმოგიდგენთ სწორედ ასეტ მომენტებს ფილმებიდან:

1. ფილმში "ზომბილენდი:საკონტროლო გასროლა" (2019), 38:08 მომენტში, თქვენ შეგიძლიათ დანახოთ ოპერატორის თითი კადრში.image

2. სერიალში “ჯესიკა ჯონსი" (2015-2019) პირველი სეზონის მე-3 ეპიზოდში ოპერატორი მთლიანად ჩანს კადრში. მართალია ეს სცენა მხოლოდ რამდენიმე წამით ჩანს, მაგრამ თუ მოახერხებთ მის დაფიქსირებას და შემდეგ ფოტოს განათებას, მას ასკარად დაინახავთ.image

3. ერთ-ერთი ბრძოლის სცენის დროს ფილმში “მამაცი გული" (1995) უკანა პლანზე ჩანს მანქანა.image

4. მულტფილმში “მზეთუნახავი და ურჩხული"(1991), როდესაც ლუმიერი მღერის სიმღერას "შენ ჩვენი სტუმარი ხარ", სტრიქონზე "...ეს საფრანგეთია, ჩემო მეგობარო", ციმბალები ფონზე ეიფელის კოშკის ფორმას ქმნიან. მულტფილმის მოქმედება ვითარდება 1790-1880 წლებში, ხოლო ეიფელის კოშკი აშენდა 1887 წელს. image

5. ფილმში “კერკეტი კაკალი" ბრიუს უილოისი ატარებს ფეხსაცმელს, რომელიც მისი ფეხის კონტურებს იმეორებს. ასევე, მთელი ფილმის განმავლობაში მთავარი გმირის მაისურის ფერი იცვლება თეთრიდან მუქ მწვანემდე და შემდეგ ისევ თეთრამდე. ეს ხდება ვენტილაციის სცენის შემდეგ.image

6. ფილმში Unforgiven (1992), როდესაც ბილი მოგვითხრობს "სიკვდილის იხვის" ისტორიას, კადრში ხედავთ, რომ წიგნში ჩასმულია პატარა ფურცელი ტექსტით, რომელსაც რეალურად მსახიობი ჯინ ჰეკმანი კითხულობს.image

7. ფილმში “პატრიოტის დღე " (2016) პოლიციელს რაცია უკუღმა უჭირავს და ისე საუბრობს. image

8. სერიალ "შემოჭრილი კოსმოსიდან" (2021-2022) მე-2 სეზონის მე-13 ეპიზოდში, 18:04 საათზე, შეგიძლიათ იხილოთ ოპერატორის ანარეკლი კამერასთან ერთად მანქანის ფანჯარაში.image

9. ფილმში “სამი იქსი 2: შემდეგი დონე" (2005) პოლიციელი ისვრის იარაღიდან, მაგრამ მას თითიც კი არ აქვს ჩახმახზე დადებულიimage

10. ფილმში „ცუდი ბიჭები“ (1983) რეჟისორმა აშკარად ვერ შეამჩნია „პატარა“ კამერა კადრში.image

11. ფილმში The Hobbit: The Battle of the Five Armies (2014) თორინ ოკენშილდს აცვია ჩექმები თანამედროვე სარბენი ძირით ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ყველა სხვა დანარჩენ სცენებში გლუვი ძირით დარბის.image

12. “დოქტორი სტრენჯი"-ს 1:00:17 წუთზე გადამღები ჯგუფის წევრი ჩანსimage

13. “კუ ნინძები"-ს 1990 წლის ადაპტაციაში ლეონარდოს კოსტიუმში მსახიობის სახე ჩანს.image

4
1482
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
1482
  
2022, 6 ოქტომბერი, 22:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 6 ოქტომბერი, 3:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 5 ოქტომბერი, 1:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 4 ოქტომბერი, 23:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4