x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134421
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
"ეს მუ.... ნახე რა! დემნასთან ერთად მოხსენიებისთვის მადლობა ნელკას, თუ რა ჰქვია ამას..." - ზალიკო ბერგერი ნელი დოროყაშვილზე

image


ცნობილი ქართველი დიზაინერი ზალიკო ბერგერი წარმატებული ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიერ მისი პერსონის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტით ეხმაურება და წერს:


"ეს მუ... ნახე რა! თუმცა, დემნასთან ერთად მოხსენიებისთვის დიდი მადლობა ნელკას, თუ რაც ჰქვია ამას. ბასილა ჩვენი სიამაყეა და დემნა ყველაზე მაგარი მსოფლიოში. თუ წერდა იმასაც, მაგაზე უკეთესი რა უნდა ექნა"- ვკითხულობთ დიზაინერის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ნელი დოროყაშვილსა და ნიკოლოზ ბასილაშვილს შორის მიმოწერა, სადაც დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას წერს:


"შენთვის მე და ლუკასი აღარ ვარსებობთ თურმე ძალიან დიდი ხანია. ეს მე ვცხოვრობდი ბნელეთში და მჯეროდა…


გველის ნაკბენი რჩება და შენი ნაკბენი არა. რამენაირად მე და ჩემი შვილი გადავლახავთ ამ ყველაფერს. „სამართალი ურმით დადის“, რად გინდა სიცოცხლე ამ ყველაფრის მერე? შენ გგონია გათავისუფლდი, რომ ცოლ-შვილი მოიშორე? ორი აგური უნდა გეჭიროს და მესამეს ეძებდე. ზალიკო ბერგერს და დემნა გვასალიებს რომ იმატებ და ელიტა გგონია, აი ეგ დონე გაქვს შენ და ეგ ინტელექტი.


"მიჩვენე მეგობარი და გეტყვი ვინ ხარ შენ". შენ ხომ ეს ყველაფერი გკიდია, რამდენს დაიკიდები კიდე, რამდენს მოერევი, დაკიდულიც ხარ და გადაკიდებულიც. მე და ლუკასი რაღაცნაირად შევეგუებით. ეს შენ შეეგუე და დაიმახსოვრე დღევანდელი რიცხვი, ბლოკნოტში ჩაიწერე შე სკლეროზიანო, რამდენ ხანს გაგრძელდება შენი აღმავლობა. ვაი შე საცოდაო…", - ნელი დოროყაშვილის სწორედ ამ მიმოწერის გავრცელებას მოჰყვა ზალიკო ბერგერის გაღიზიანება და შესაბამისად, მისი მისამართით გავრცელებული ზემოხსენებული ფეისბუქპოსტიც.







0
391
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
391