x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო" - ამ ბრიტანელ წყვილზეა ნათქვამი, უკანონოდ ატრაქციონზე შესულმა წყვილმა ფეხები მოიტეხა
image კანონმორჩილება უსაფრთხოების გარანტია რომაა დიდწილად დადასტურებულია, თუმცა კანონის დამრღვევები მსოდლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც საკმაოდ არიან. ასე რომ არ იყოს პოლიცია საჭირო არ იქნებოდა.


ამჯერად ბრიტანელ წყვილზე მექნება საუბარი, რომლებმაც კანონი ბოდიში და "ფეხებზე დაიკიდეც" და კარგადაც "გაიჩალიჩეს".


5 შვილის დედამ, 46 წლის კლერ ვიკარსმა და მისმა მეგობარმა მამაკაცმა 44 წლის ბარი დუგლასმა ჯერ კარგად მოილხინეს, მერე კი ღამის 2 საათზე გადაწყვიტეს დახურულ ატრაქციონზე შეპარულიყვნენ და გართობა იქ გაეგრძელებინათ.


გადაწყვიტეს და სურვილი რეალობად აქციეს, ვინაიდან ატრაქციონს დაცვა არ ჰყავდა და ობიექტი კამერების იმედად იყო დატოვებული, ღობეზე გადაძვრნენ და ღია აუზში "ჭყუმპალაობის" მერე გადაწყვიტეს წყლის ატრაქციონით ესარგებლათ გართობის მიზნით.



საუბარია საკმაოდ მაღალი ადგილიდან სპეციალური მილებით აუზისაკენ სწრაფ დაშვებაზე.


მილში დაშვებისას სპეციალურად უშვებენ წყლის ნაკადს რომელზეც გართობის მსურველი მისრიალებს და მილის კედლებს არ ეჯახება, წყვილმა ეს არ თუ ვერ გაითვალისწინა და მილებში ისე ჩაძვრნენ მილში წყლის გაშვებაზე არც კი უფიქრიათ. მილში ჩასვლისთანავე წყვილი საშინელი სისწრაფით დაეშვა დაბლა აუზისაკენ, თან კედლებს ეჯახებოდნენ და საკმაოდაც დაიბეჟეს სხეული, მაგრამ ყველაზე ცუდი წინ ელოდათ.


მილის ბოლო რომელის ღია აუზის თავზე ბოლოვდება სპეციალური ხუფით იხურება, რათა მილში ღამით რამე არ შეძვრეს ან ქარმა მტვერი არ შეიტანოს.
სწორედ რკინის ხუფზე დაჯახებისას მოიტეხეს ფეხები გართობის მსურველებმა.
მათი ატრაქციონზე შესვლა კამერებმა დააფიქსირა, შესაბამისად დაცვის პოლიციამ სწრაფად მიაშურა ობიექტს და საკმაოდ ტრავმირებული წყვილი მილებიდან გამოიყვანა ტკივილით "სიგიჟის" ზღვრამდე მისულები და კლინიკაში გააქანეს.


გამოჯანმრთელების მერე წყვილს სასამართლო ელოდებათ, სადაც გართობის მოყვარულ წყვილს აუცილებლად დაჯარიმებენ, კანონდარღვევის გამო.
კლერმა რომელიც ადრე ბარმენად მუშაობდა განაცხადა: "ჩვენ ვართ იდიოტები და იმედია ჩვენი მწარე და ტკივილიანი თავგადასავალი ბევრს კარგ გაკვეთილად გამოადგება".


ესეც ჩვენი "გმირები" ბრიტანეთიდან.
image

imageimageimageimageimageimageimageimage









0
49
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
49