საზოგადოება "რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ"... ვისი „სკრიპკა" ვის როიალშია?“ - თამუნა ლეკვეიშვილი 2022, 9 სექტემბერი, 11:07
.
"რა ამბავი ატყდა, "იმედზე" ხომ არ გადავსულვართ", - ასე ეხმაურება "ღამის შოუს სტუდიის" მსახიობი თამარ ლეკვეიშვილი სტუდიასა და "მთავარ არხს" შორის წარმოშობილ უთანხმოებას, რაც მოჰყვა ინფორმაციას, რომ სტუდია ახალი სეზონიდან, თავისი გადაცემებით, "ტვ პირველზე" გააგრძელებს მუშაობას.
.
მანამდე ლეკვეიშვილმა დაწერა: . ძალიან საწყენია რა განცხადებითაც გამოგვაცილეს “მეგობრებმა" ფული მართლა ყველაფერი არ არის! . „ვისი ფუნჯი (თუ “სკრიპკა") ვის როიალშიაო - თქვა ერთხელ ჩემმა საყვარელმა პედაგოგმა ბიძინა კვერნაძემ“. . "მოგესალმებით, როგორც იცით, "მთავარ არხზე" ფინანსური კრიზისის გამო დაიხურა ჩვენი ყველა გადაცემა და გვქონდა იძულებითი პაუზა. ახალი სეზონიდან შევხვდებით TV Pirveli • ტელეკომპანია პირველის ეთერში. ველოდებით ჩვენს ერთგულ მაყურებელს "ტვ პირველის" ეთერში, იგივე დღეს და იგივე დროს", - დაწერა ვანო ჯავახიშვილმა 1-ელ სექტემბერს სოციალურ ქსელში, რასაც მოჰყვა "მთავარი არხის" პასუხი, არხის განცხადებით, "ვანოს შოუს" გუნდი აღმოჩნდა ერთადერთი, რომელმაც განაცხადა, რომ არხის წინაშე შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო ახალ რეალობას ვერ მოერგებოდა და დატოვა ტელეკომპანია. .
"მთავარი არხის’’ მხრიდან ამ ტიპის განცხადება და ჩვენთვის ზიანის მოყენების მცდელობა, არის პირდაპირ გეტყვით, სრული უნამუსობა და ბოროტება. მივმართავ ზემოთხსენებული განცხადების ავტორს: უკადრებელს ნუ კადრულობ, ‘’მეგობარო’’, ერთგულებაზე კრიტიკას ვერ მივიღებთ, რადგან ვთვლით, რომ ერთგულება უნდა იყოს ორმხრივი და არა ცალმხრივი", - დაწერა მან. . ვანო ჯავახიშვილის გუნდსა და „მთავარი არხის“ მენეჯმენტს შორის დაპირისპირება გრძელდება. ისინი საჯარო განცხადებებით ეპასუხებიან ერთმანეთს და მიაჩნიათ, რომ მეორე მხარემ უკადრებელი იკადრა. მთავარმა არხმა გავრცელებულ საპასუხო განცხადებაში დაწერა, რომ ჯავახიშვილის შემცვლელი უკვე ნაპოვნია და იგივე დროს, იგივე არხზე იუმორისტულ შოუს გაუძღვება. მათ არ დაუკონკრეტებიათ, ვინ იქნებოდა ვანოს შემცვლელი, თუმცა, ამჯერად უკვე ვრცელდება, რომ „მთავარი არხი“ ვანო ჯავახიშვილს ილო ბეროშვილით ჩაანაცვლებს. . ამ ინფორმაციას კულუარებში უკვე ადასტურებენ. რა სახელწოდება ექნება იუმორისტულ შოუს ჯერ უცნობია და ტელეკომპანია დეტალებს არ აკონკრეტებს, თუმცა ხაზგასმით ითქვა, რომ არხს სურს ნაკლები პოლიტიკური იუმორი იყოს მასში წარმოდგენილი. ილო ბეროშვილს ამ ფორმატის იუმორისტული გადაცემა რამდენიმე წლის განმავლობაში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უკვე მიჰყავდა. სულ რამდენიმე დღეში მთავარი არხიცა და "ტვ პირველიც" პარასკევობით 22 საათზე იუმორისტული გადაცემის ახალ სეზონს დაიწყებს და ორივე არხის დეტალები გაირკვევა. . ნიკა გვარამია ამ დაპირისპირებაში ცხადია თავისსავე არხს მიემხრო და ციხიდან გავრცელებული განცხადებით მხარი მთავარი არხის გუნდს დაუჭირა, მაყურებელს კი მოუწოდა, ახალ გადაცემას დაელოდონ იგივე დღეს და ახალ წამყვანს უგულშემატკივრონ. ამით მან ირიბად გააკრიტიკა ვანოს გუნდი და არაფერი უთქვამს მათ საქებრად. თამუნა ლეკვეიშვილმაც დაწერა, რომ სამწუხაროა მისი კოლეგების რეაქციები. . "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ კი გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ "ვანოს შოუს" გუნდის გვერდით გაწევა უსამართლობაა და მათი წვლილი არ უნდა დაივიწყონ. . ნოდარ მელაძემ დაწერა, რომ თუ მთავარი არხის რეიტინგს "ვანოს შოუს" იუმორისტული გუნდი აშენებდა, „ეტყობა ამ დროს ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით“-ო. ინგა გრიგოლიამაც დაწერა, რომ ვანოს შოუს ეთერის გარეშე დატოვება წარმოუდგენელი იქნებოდა, ამდენად მთავარ არხს არ უნდა გაკვირვებოდა, რომ თავის გადასარჩენად გუნდმა ეს გადაწყვეტილება მიიღო. . თავად ვანო ჯავახიშვილი ამბობს, რომ თუ "მთავარზე" დარჩებოდა, იქ მხოლოდ "ვანოს შოუ" შენარჩუნდებოდა, სხვა გადაცემები და გუნდის დანარჩენი წევრები კი უსამსახუროდ დარჩებოდნენ. ამდენად, მათი გადაწყვეტილებით, არჩიეს "ტვ პირველის" შემოთავაზება მიეღოთ და სრული გუნდი ერთიანობის შესანარჩუნებლად "ტვ პირველზე" გადასულიყო. 475 შეფასება არ არის
|