x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
არქეოლოგებმა ირანში ადამიანთა უძველესი დასახლება აღმოაჩინეს
image
ირანელმა და ფრანგმა მკვლევარების ჯგუფმა ირანში ადამიანის უძველესი დასახლების კვალი იპოვა. აღმოჩენა ყაზვინის პროვინციის ავაჯის რაიონში კალ-ე-კორდის გამოქვაბულში გაკეთდა, იუწყება ILNA.


არქეოლოგებმა ადამიანის ხელით შექმნილი ქვის იარაღები აღმოაჩინეს. ასეთი მასალები არ შეიძლება იყოს რადიოკარბონით დათარიღებული. ამიტომ მათი სავარაუდო ასაკი განისაზღვრა ელექტრონის სპინის რეზონანსით და ურანი/თორიუმის ანალიზით.


კვლევამ აჩვენა, რომ გამოქვაბულში ადამიანები 400 ათასი წლის წინ ბინადრობდნენ. შესაძლოა მასში დასახლებული იყო სახეობები, რომლებიც წინ უსწრებდნენ ნეანდერტალელებსა და ჰომო საპიენსს: ჰაიდელბერგელი ადამიანი და ჰომო ერექტუსი.


გამოქვაბულში ცხოველების ნაშთებიცაა შემორჩენილი. მეცნიერებმა აღმოაჩინეს გადაშენებული პრეისტორიული ცხენების ორი სახეობა, ასევე ირემის, ყავისფერი დათვის და მარტორქების ნაშთები.



საინტერესოა, რომ გასულ წელს გამოქვაბულში ადამიანის გაქვავებული კბილი აღმოაჩინეს. მისი ასაკი შეფასდა 100 ათას წელით. კვლევამ აჩვენა, რომ მისი მფლობელი ეკუთვნოდა უძველეს ნეანდერტალელ ცივილიზაციას ირანში.


მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაიდელბერგელი ადამიანის იარაღები დიდ ბრიტანეთშიც იპოვეს. ისინი შეიქმნა დაახლოებით 600 ათასი წლის წინ.

0
358
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0