x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
"მეც იმ ერთი ქალთაგანი ვიყავი, რომლისთვისაც ოჯახი წმინდა იყო (და არის), რომელმაც, როცა პირველი გალაწუნება აიტანა (ორსულობისას)"
image

"ფეისბუქზე" ნათია ჩხაიძე ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის ჩვენებებს ეხმაურება სასამართლოში და წერს:


"ყველაფერი ათი წლის წინ ზაფხულში დავასრულე! ოქმში, რომელიც ქუთაისის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაწერა, გარკვევით და ნათლად ეწერა, რომ მრავლობითი დალურჯებები მქონდა სხეულზე, ხოლო არც ისე დიდი ხნის შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებაში ეწერა, რომ ჩემი ქორწინება ოჯახური ძალადობის მიზეზით დასრულდა.


და გგონიათ ყოველთვის ყველაფერი, როგორც ფილმებში, მალე და სწრაფ-სწრაფად ხდება? არა! მეც იმ ერთი ქალთაგანი ვიყავი, რომლისთვისაც ოჯახის არსი წმინდა იყო (და არის), რომელმაც, როცა პირველი გალაწუნება აიტანა (ორსულობისას), ეგონა პირველი იქნებოდა და უკანასკნელიც, რომელსაც ეგონა, ქმარი დაუდინჯდებოდა და შეეცვლებოდა, რომელსაც მუდმივად, თითქმის ყოველ დღე, დილიდან საღამომდე ახსენებდნენ, რომ რძალი იყო და აწი ყველაფერი მას უნდა ეკეთებინა, ოღონდ უხმოდ, უპრეტენზიოდ, ზოგჯერ მშიერსაც, ზოგჯერ ყველასგან გარიყულსაც, რომელზეც ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ, რომელსაც არწმუნებდნენ, რომ ამდენი კონფლიქტური მომენტის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, რომელსაც საკუთარ მშობლებთან, დასთან, ძმასთან, ნათესავებთან საუბრის დროს და ტექსტს უკონტროლებდნენ, რომელსაც გამოცდევინეს, რა იყო კარგად გაკვანძული ყულფის შეგრძნება ყელზე, რომელსაც უკონტროლებდნენ ღიმილს, სიტყვას, განწყობას, ხასიათს, რომელიც საკუთარი შვილის ძიძა გახადეს და ერთხელაც არ მისცეს უფლება მის გემოზე ბავშვი დაებანა, გაემშრალებინა, ის ტანსაცმელი ჩაეცმია, რომელიც მოსწონდა, ის იავნანა ემღერა, რომელიც ემღერებოდა, ის სახელი დაერქმია, რომელიც მოსწონდა, ის საჭმელი ეჭმია, რომელიც აუცილებელი იყო, ის გადაცემა ჩაერთო, რომელსაც თვლიდა, რომ ბავშვს მოეწონებოდა, იმ ენაზე ელაპარაკა, რომელზეც უნდოდა. მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელსაც მოხვედრია ხელი, ფეხი, ჭიქა, რეზინის ჩუსტი, გრძელი ჯოხი, რომლის თმაც ზოგჯერ სხვის ხელს შერჩენია, რომელსაც ძალიან უნდოდა, აკანკალებდა კიდეც, ისე უნდოდა, დანა აეღო და მძინარე ადამიანებისთვის ყელი გამოეღადრა, მაგრამ ვერცერთხელ ვერ გაბედა. იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელზეც დიდხანს ამბობდნენ, თუ ასეთ დღეში იყო, რატომ აქამდე არ წამოვიდაო, რატომ აქამდე არ თქვაო, რატომ აქამდე არ ამოიღო ხმაო.



ჰომმ. ზოგჯერ ვერ ვბედავთ. ზოგჯერ უკან ვიხევთ. ზოგჯერ იმედს ვარქმევთ, ყველაფრის შეცვლის იმედს. ზოგჯერ საკუთარი თავი გვავიწყდება, საკუთარი არსებობა და მორევში ჩაყოლილებივით დიდხანს ვტრიალებთ სუნთქვაშეკრულები.


მაგრამ მეც იმ ქალთაგანი ვიყავი, რომელმაც ერთ დღეს ყველაფრისთვის წერტილის დასმა გადაწყვიტა, რომელსაც აღარ შეშინებია არც მუქარის, რომ ბავშვს წაართმევდნენ, არც თხოვნის, რომ სახლში დაბრუნება ეთხოვა, არც სახელის, ქმარს გაცილებული რომ დაერქმეოდა, არც მარტოხელა დედობის და საერთოდ აღარაფრის.


და დღეს, როცა ვხედავ თითქმის მსგავსი ისტორიებით სხვა ქალებს, არ მიკვირს, რომ ყველფერი ერთ დღეში ვერ დაასრულეს, თავიდანვე არ თქვეს, პირველივე ინციდენტზე ჯანდაბაში არ გაუშვეს მოძალადე კაცები, ის კაცები, რომლებიც მერე რატომღაც კარგი მეზობლის, კარგი ნათესავის, კარგი სპორტსმენის, კარგი მამულიშვილის სახელით და ავტორიტეტით მართლდებიან და ყველაფერი ისევ ჩვენ "გვეტენება", ისევ ჩვენს ხასიათში, მიზნებში და ქცევებში ეძებენ ყველაფრის ახსნას."



1
255
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
255
  
2022, 18 აგვისტო, 17:56
არასრულფასოვნების კომპლექსები აწუხებთ ამ გოგოს და იმ დოროყაშვილის მსგავს ქალებს,ამიტომაც მიყვებიან "მოძალადე" კაცებს. "მეც იმ ერთი ქალთაგანი ვიყავი, რომლისთვისაც ოჯახი წმინდა იყო (და არის)" ამაშია სწორედ პრობლემა,საკუთარი თავს პატივი თქვენვე უნდა სცეთ და მერე გცემთ სხვა პატივს,სხვანაირად არაფერი გამოვა. მოძალადე მოძალადეა,თუ შეყვარებულობისას არ არის მოძალადე,მაშინ ოჯახში თქვენი ბრალი ყოფილა და რას ერჩით კაცებს. თუ მოძალადეა,მაშინ შეამჩნევ ამას,ძალიან ადვილია ამის შემჩნევა და არ დამაწყებინოთ ეხლა ამის ახსნა. თუ მოძალადეა და თავს იბრმავებ,რადგან რაღაც მატერიალური დაინტერესება გაქვს,მაშინ ადამიანებისგან რას ელით? როცა ვირს გაყვები ცოლად,მაშინ არ უნდა გაგიკვირდეს წიხლს თუ დაგარტყავს ერთ დღეს. როდის უნდა ისწავლოთ პასუხისმგებლობის აღება საკუთარ ქმედებებზე და თქვენი პრობლემები არ მოგვახვიოთ თავს,რა გინდათ ჩვენგან? ჩვენ გაგათხოვეთ ძალათ მოძალადეზე თუ ქორწილში სუფრის თავში გყავდით განწესებული? არ მოტ... ტვინი ამ კომპლექსიანმა ქალებმა,თავისი ჩასვრილის გამოწმენდას სხვას თხოვენ. ისე გვაქვს ერთი კარგი გამოთქმა "კარგი ცხენი სახრეს არ დაირტყავსო" და იქნებ თქვენშიც არის პრობლემა. ზოგი ისეთი ტვინის კიბო არის,რომ გააჭედინებს ადამიანს და ქე შემოერტყმევა,მარა ამის აღიარება არ უნდათ და მხოლოდ,კაცებმა გვცმესო. გცემეს იმიტომ რო თქვენვე მიეცით ამის ნება,როცა მოძალადე იყო და შეძლო ოჯახის შექმნა. ამაშია საქმე
0 1 1