x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა სიახლეები იქნება სექტემბრიდან სკოლებში
image


საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან განახლდება.


“ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლის უფლება ექნებათ 5 წლის ბავშვებს, კონკრეტულად კი მათ, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.


ასევე 2022-2023 სასწავლო წელს მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან.



ასევე ამოქმედდება სიახლე, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებს ეხება და ისინი “საქართველოს ისტორიას” ცალკე საგნად ისწავლიან. ექნებათ ახალი სახელმძღვანელოც.


ასევე, ეტაპობრივად სკოლებში ექიმის საათის დანერგვა იწყება და დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ საჭირო ინფორმაციას მიიღებენ. სამედიცინო თვალსაზრისით, ბავშვებთან ურთიერთობის გარდა, სკოლის ექიმს საგანმანათლებლო საკითხების განხილვაც დაევალება.


საგანმანათლებლო თემებში შედის ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ჰიგიენა, კვება, ფიზიკური აქტივობა, გენდერული სტერეოტიპები, თანასწორობა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, როგორებიცაა, უცხო ადამიანებთან ურთიერთობა, დაკარგვის შემთხვევაში ქცევის წესები, როგორ ამოიცნოს ემოციები და თავისი სახელი დაარქვას, რას ჰქვია საფრთხის შემცველი შეხება და ასე შემდეგ.


2023 წლიდან ექიმის საათი ყველა სკოლაში სავალდებულო იქნება.



0
197
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0