x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
10 საინტერესო ფაქტი რასპუტინის შესახებ

imageფაქტი 1. გრიგორი რასპუტინის მოკლე ბიოგრაფიაში შეიძლება იყოს როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მოვლენები. მას ჰქონდა საკმაოდ სკანდალური რეპუტაცია, მაგრამ ჰყავდა საკუთარი მიმდევრების საკმარისად მეტი რაოდენობა. როგორც ცნობილია მისი იმიჯი მას სსრკ–ს პერიოდში დემონიზებული და შეურაცხყოფილი იყო. ურთიერთსაწინააღმდეგო წყაროების სიმრავლის გამო კი სიმართლის დადგენა შეუძლებელია.
ფაქტი 2. ჯერ კიდევ მისი სიცოცხლის განმავლობაში გრიგორი რასპუტინი ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში, როგორც მკურნალი, ნიკოლოზ II-ის ოჯახის რწმუნებული და "წმინდა უხუცესი".
მიუხედავად იმისა, რომ ძნელია ვიმსჯელოთ მის ურთიერთობაზე რელიგიასთან - ის ბერიც კი არ ყოფილა, რადგან არსებობს მტკიცებულება, რომ მან მონასტერი დატოვა იქ მისვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ის ახალბედადვე დარჩა მონასტრიდან გასვლის შემდეგაც.
ფაქტი 3. მისი ასაკიც საკამათოა, რადგან რასპუტინის ბიოგრაფიაში არის დაბადების სხვადასხვა თარიღები 1864 წლიდან 1872 წლამდე, თუმცა ერთ-ერთი ეკლესიის შემორჩენილი მეტრიკა მიუთითებს, რომ ის დაიბადა 1869 წლის იანვარში. შესაძლოა, თავად გრიგორი ეფიმოვიჩმა განზრახ გადააჭარბა თავის ასაკს, რათა უკეთ შესაბამებოდა "წმინდა უხუცესის" იმიჯს.
ფაქტი 4. ცნობილია, რომ „უხუცესი“ წერა-კითხვის უცოდინარი იყო, რადგან მონასტერში გატარებული არცთუ ისე დიდი ხნის მანძილზე ის საკმარის განათლებასაც ვერ დაეუფლებოდა. მისი ე.წ."განკურნების" წყალობით რასპუტინი სარგებლობდა იმპერიული ოჯახის ნდობით და სავარაუდოდ პრინც ალექსანდრესაც ჰემოფილიაზე მკურნალობდა.
ამავდროულად, ითვლება, რომ იგი ეწეოდა უკიდურესად ბინძური ცხოვრების წესს, მაგრამ იმპერატრიცა ყველა ამ ჭორს მიუღებლად თვლიდა და"წმინდა ადამიანის" ცილისწამებად მიაჩნდა. ყოველი მსგავსი ცილისწამების დროს რასპუტინი გაძლიერებულ ლოცვებს ეწეოდა.
ფაქტი 5. გრიგორი რასპუტინი არის ორი წიგნის ავტორი, სადაც გულუხვადაა სხვადასხვა წინასწარმეტყველები. ის ხალხს ჰპირდებოდა სამყაროს აღსასრულს საუკუნის ბოლომდე და ბევრად უფრო მეტსაც, მაგრამ მისი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება, უცნაურად ახდა. მან არაერთხელ განაცხადა, რომ იმპერიული დინასტია იცოცხლებს მანამ, სანამ თავად იცხოვრობდა. ასეც მოხდა - რევოლუცია მისი გარდაცვალებიდან მომდევნო წელს დაიწყო და იმპერიული ოჯახი მალევე დახვრიტეს ბოლშევიკებმა.
imageფაქტი 6. ერთი პერიოდი რასპუტინი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მას ორჯერ ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ხლისტიზმის გავრცელებაში. ხლისტები იყვნენ რუსეთის იმპერიაში აკრძალული ქრისტიანული სექტის მიმდევრები, თუმცა გრიგორი ეფიმოვიჩი ყველა შემთხვევაში გაამართლეს.
ფაქტი 7. როდესაც ბალკანეთში სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, სწორედ გრიგორი რასპუტინმა ააცილა იმპერატორი მასში მონაწილეობისგან და განაცხადა, რომ სხვის ომში მონაწილეობა მხოლოდ ტანჯვას მოუტანდა ხალხს. ნიკოლოზ II-მ მოისმინა მისი რჩევა, რამაც, როგორც ისტორიამ აჩვენა, პირველი მსოფლიო ომის დაწყება მთელი ორი წლით გადადო.
ფაქტი 8. რამდენჯერმე განხორციელდა რასპუტინის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა და საბოლოოდ 1916 წელს იგი მოკლეს. მოვლენის თვითმხილველები აცხადებენ, რომ ის თავდამსხმელებთან ბრძოლას მას შემდეგაც აგრძელებდა, ვიდრე რამდენიმე ტყვიით დაჭრიდნენ, რის შემდეგაც ის გაყინულ მდინარე ნევაში გადაუძახეს. ამ ყველაფრის დაჯერება შეიძლება, იმის გათვალისწინებით, რომ გრიგორი ეფიმოვიჩი ფიზიკურად ძალიან ძლიერი ადამიანი იყო. მას სიკვდილამდეც მოსვენებას არ აძლევდნენ - რევოლუციის შემდეგაც საფლავი გაუწმინდეს, ცხედარი კი ამოთხარეს და დაწვეს.
ფაქტი 9. გრიგორი რასპუტინი ასკეტურად ცხოვრობდა. იგი არ იცავდა პირადი ჰიგიენის წესებს. ის ძალიან იშვიათად იბანდა და ერთხელ საჯაროდ განაცხადა, რომ ექვსი თვის განმავლობაში თეთრეული არ გამოუცვლია. წარმოიდგინეთ რა საშინელი სუნი ასდიოდა, თუ ეს ნამდვილად ასეა.
ფაქტი 10. მის სიცოხლეშივე სხვადასხვა პირებმა არაერთხელ სცადეს გრიგორი რასპუტინის დისკრედიტაცია. გამოსცემდნენ სხვადასხვა ბროშურებს და მოწოდებებს, რომლებიც ამჟღავნებდა მის საქმიანობას, თუმცა, ის თავად იმპერატორის მფარველობით სარგებლობდა და ამიტომ ეს ბეჭდური გამოცემები ცენზურას ატარებდა. ზოგიერთი მათგანი დაიბეჭდა და გავრცელდა მიწისქვეშეთში.

3
934
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
934
  
2022, 13 სექტემბერი, 0:47
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Hot24.pw
2022, 10 სექტემბერი, 22:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 7 სექტემბერი, 23:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3