x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მერლინ მენსონი ისე შეიცვალა, რომ როკ ვარსკვლავს კი არა, თქვენს მეზობელს ჰგავს, ყოველდღე ლუდით რომ სკდება უბანში (ფოტო)
image

53 წლის მუსიკოსი მერილინ მენსონი, ამავე სახელწოდების როკ ჯგუფის მუდმივი ლიდერი, აშკარა მტკიცებულება გახდა იმისა, რომ ასაკი და წარსული დიდება არავის ზოგავს.

როგორც ცნობილია 2021 წელს რამდენიმე ქალმა, მათ შორის მსახიობმა ევან რეიჩელ ვუდმა, დაადანაშაულა როკერი ძალადობასა და ფსიქოლოგიურ წნეხში, რის გამოც წელიწადნახევარზე მეტია, შემსრულებელი თავს არიდებდა საჯაროდ გამოჩენას.



თუმცა, პაპარაცებმა მოახერხეს მენსონის გამოჭერა როგორც ჩანს, ვარსკვლავი სტრესს ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი გზით ებრძვის - ის საჭმელ-სასმელს ეძალება. ბუნებრივია, ეს მიდგომა საუკეთესოდ არ მოქმედებს მერილინის ფიგურასა და გარეგნობაზე.



როკერი მეუღლესთან, 37 წლის ლინდსი იუსიჩთან ერთად სასეირნოდ იყო გამოსული, რა დროსაც მთლიანად შავებში იყო გამოწყობილი. Daily Mail-ის ცნობით, შეუძლებელია „ძველი “ მენსონის ამოცნობა ამ მსუყე კაცში: როკერი საერთოდ არ ჰგავს სახეზე საბრძოლო მაკიაჟის მქონე ბიჭს, რომელმაც იცოდა, როგორ დაექოქა პუბლიკა.იგი ჩვეულებრივ მეზობლის კაცს, ჰგავს, რომელიც ყოველდღიურად გვხვდება უბანში.

image

ამავდროულად, მომღერლის მეუღლე ბევრად უფრო ელეგანტურად გამოიყურებოდა: ლინდსის მწვანე მაქსი კაბა განზავებული იყო შავი კარდიგანით, შავი ტყავის ჩექმებით, შანელის ჩანთით და ალისფერი პომადით.


ამერიკელ მუსიკოსის მერილინ მენსონის, ინგლ. Marilyn Manson (ნამდვილი სახელი ბრაიან ჰიუ უორნერი (ინგლ. Brian Hugh Warner), სასცენო ფსევდონიმი მომდინარეობს მერილინ მონროსა და ჩარლზ მენსონის სახელებისგან. სხვადასხვა არაორდინალური სასცენო გამოსვლისა თუ მის ტექსტებთან დაკავშირებული სკანდალების გამო მუსიკოსმა განსაკუთრებული მსოფლიო მასშტაბის პოპულარობა მოიპოვა გასული საუკუნის 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან 2000-იანი ლწების შუა ხანებამდე.

0
90
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0