x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
13 აგვისტო ცაციების დღეა - ფაქტები ცაციების შესახებ
image

იცით თუ არა, რომ 13 აგვისტო ცაციების დღეა.
ცაციები დედამიწის მოსახლეობის 5-15%- ს შეადგენენ, მათ შორის მამაკაცი უფრო მეტია. ცაციაა კრეატიული ადამიანების უმრავლესობა. მათ კარგად ესმით მათემატიკა და მუსიკა. ცაციები მემარჯვენეებს სჯობნიან ჩოგბურთში, ბეისბოლში, ცურვაში და ფარიკაობაში. Apple-ის 5 დამაარსებლიდან 4 ცაცია იყო.
.
ცნობილი ცაციები: ბარაკ ობამა, პრინცი უილიამი, პოლ მაკარტნი, ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი, მოცარტი, ანჯელინა ჯოლი, ჩარლი ჩაპლინი, მერილინ მონრო, ბილ გეიტსი, აინშტაინი, და ვინჩი, მიქელანჯელო, რაფაელი, არისტოტელე, ნიცშე, ფიდელ კასტრო, ნაპოლეონი, იულიუს კეისარი, ალექსანდრე მაკედონელი და სხვა.
.
ცაციები მსოფლიო მოსახლეობის 5-15%-ს შეადგენენ.
კრეატიული ადამიანების უმრავლესობა ცაციაა.
ცაცია ბავშვების IQ ხშირად 131-ზე მაღალია.
ცაციებს კარგად ესმით მათემატიკა და მუსიკა.
ცაციების უმეტესობა ფიგურებს ხატავენ მარცხნიდან მარჯვნივ.
ხშირად ტყუპებიდან ერთ-ერთი ცაციაა.
ცაციები უფრო მოწესრიგებულად ხედავენ წყალქვეშ.
ცაციები მემარჯვენეებს სჯობიან ტენისში, ბეისბოლში, ცურვაში და ფარიკაობაში.
ცაციები მემარჯვენეებზე 4-5 თვით ადრე “მწიფდებიან”.
Apple-ის დამაარსებლებიდან 4 ცაცია იყო (სულ 5 ნი იყვნენ).
აპოლლოს 4 ასტრონავტიდან 1 ცაცია იყო (ეს ნორმა
ზე 250%-ით მაღალია).
ტენისის პროფესიონალი მოთამაშეების თითქმის 40% ცაციები არიან.
მსოფლიოს ბევრ კულტურაში დღემდე აკრძალულია მარცხენა ხელით წერა.

ბევრი ცაცია კრეატიული გენიოსია.
XVIII – IXX საუკუნეებში ხდებოდა ცაციების დისკრიმინაცია.
შუა საუკუნეებშიი ცაციებს სიკვდილითაც სჯიდნენ.
ცაცია მოზარდებს ხალხი თავს არიდებს, ამიტომ ისინი ნაკლებად მრავლდებიან.
ცაციებს ფიქრის და 3D-ს (განზომილებების) უკეთესი აღქმა აქვთ ვიდრე მემარჯვენეებს.
ცაციებს განვითარებული აქვთ თვალისა და ხელის კოორდინაცია.
ცაციების ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი, რაც ტვინს უფრო მეტად უნარიანს ხდის.
ცაციების დღე 13 აგვისტოა.
სამოციან წლებში ჯიმი ჰენდრიქსი გიტარაზე უკუღმა უკრავდა.
რინგო სტარი და პოლ მაკარტნი ცაციები არიან (Beatles).
ცაციებს შეუძლიათ რამოდენიმე საქმე ერთად აკეთონ.
მეცნიერებმა დაამტკიცეს რომ ცაციებს საფრთხის წინასწარმეტყველება შეუძლიათ.
.
ცაცია სტუდენტები კარგად ერკვევიან ვიზუალურ საგნებში და ენათმცოდნეობაში.
ცაციების ნახევარზე მეტი კომპიუტერის თაგვს მარჯვენა ხელით ხმარობენ.
თუ ორივე მშობელი ცაციაა, მათი ცაციის ყოლის შანსები 50%,
ხოლო თუ ორივე მშობელი მემარჯვენეა მათ მხოლოდ 2% აქვთ.
ცაცია ბიჭები ცაცია გოგონებზე 2ჯერ მეტნი არიან.
კატების უმრავლესობა ცაციაა.
ყოველი თეთრი დათვი ცაციაა.

.

* * *

„5 ლიტრი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს, საქართველოში – 45 ლარზე მეტი“ – ქართველების რიგები თურქეთის მარკეტებთან

image



მაღაზიებში ზეთზე ფასის მატება მწარმოებელი ქვეყნების მიერ დამატებითი გაძვირებით აიხსნა. ცნობილია, რომ რუსეთმა აქციზის ფასი რამდენჯერმე გაზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა პროდუქტი. პირველი აგვისტოდან ზეთის აქციზი კიდევ გაიზარდა, რამაც უახლოეს დღეებში ზეთის ფასი კიდევ უნდა გაზარდოს. წესით ეს ცვლილება საქართველოს გარდა სხვა ბაზრებსაც უნდა შეეხოს. თუმცა, ირკვევა, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 5 ლიტრიანი ზეთი ისევ 20 ლარი ღირს...


მაგალითად აჭარაში უკვე იციან, რომ ზეთს ძველ ფასად საზღვრის იქით შეიძენენ. ამიტომაც საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე გადადის პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად. ამის შესახებ აჭარაში მოქმედი ადგილობრივი მედია ღიად საუბრობს. აჭარელებიც ამ ფაქტის კომენტირებისას ამბობენ, რომ ურჩევნიათ შორი გზა გაიარონ, საზღვარი გადალახონ და ძველ ფასად შეიძინონ.

.

– მიღირდა აქ გადმოსვლა. 200 ლარი დავახურდავე და ვყიდულობ პრპდუქტს, რომ ოჯახი ვარჩინო… ძალიან დიდი შეღავათია, პროდუქტებს 40 პროცენტით ნაკლებად ვყიდულობთ, ვიდრე საქართველოში ღირს. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 25 ლარი ღირს, საქართველოში 40-ზე მეტი ლარი, – ამბობენ თურქეთში გადასული მოქალაქეებიჟურნალ, , ბათუმელებთან”.

.

თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი.

.

საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით დატვირთული ურიკებით დგანან სალაროს რიგში. ყიდულობენ ყველაფერს, წვრილმანების ჩათვლით.

,

საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი სავაჭრო ცენტრი საზღვრისპირა ქალაქები – ქემალფაშა და ხოფაა. ამ ქალაქებში მოხვედრა საზღვრიდან ადვილია და თან იაფი. მაგალითად, სარფიდან ხოფამდე მგზავრობა 3.40 ლარი [20 ლირა] ღირს და სამგზავრო მიკროავტობუსი 20 წუთში ერთხელ გადის.

რა ღირს პროდუქტები თურქეთში და რა ღირს საქართველოში, ამის გადასამოწმებლად „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის ფასები შეადარა.

.

1 ლიტრი „ევინის“ ფირმის მზესუმზირას ზეთი თურქეთში 5.84 ლარი [34.50 ლირა] ღირს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, დიდ სუპერმარკეტებში ზეთების სექცია ძირითადად რუსული წარმოების ზეთითაა შევსებული.

.

1 ლიტრი რუსული წარმოების მზესუმზირას ზეთის ფასი ბათუმის სუპერმარკეტებში 7, 50 ლარიდან იწყება და ათ ლარს აღწევს.

.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ზეთს ყიდულობენ. თურქეთში, 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი (დამოკიდებულია მწარმოებლებზე) 24-27 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში 5 ლიტრი ზეთის ფასი 43 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.

ზეთი, ყველი, ყავა, მაკარონი, ქიშმიში, მაიონეზი, იოგურტი, კარაქი, კარტოფილი, ტომატი, ზეითუნის ზეთი, ზეთისხილი – ეს არის არასრული სია იმ პროდუქტების, რომელიც თურქეთიდან საქართველოში გადმოაქვთ.

.

image

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0