x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რამდენ მილიონს სთავაზობდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობისთვის ლაშა ტალახაძეს და რისი ეშინია მას
image


მშვიდი, გაწონასწორებული ნერვების მქონე, ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა. მისი აღნაგობისა და ძალის გამო, ბავშვობაში „შტანგას“ ეძახდნენ. თუმცა, სანამ ძალოსნობაზე დაფიქრდებოდა და ვარჯიშს დაიწყებდა, ცეკვაზეც იარა და გიტარაზეც. როგორც მისი მეუღლე, ანა დემურია ამბობს, ის საკმაოდ კარგი მამაა, მოსიყვარულე ქმარი.

როგორც ირკვევა მას ხშირად ჰქონია შეთავაზება სხვა ქვეყნის სახელით ეასპარეზა და ამისთვის რამდენ მილიონსაც სთავაზობდნენ.

ამ ყველაფერზე და საკუთარ შიშებზე გოლიათი ჟურნალ "თბილისელებთან“ საუბრობს.


ლაშა ტალახაძე: გამხდარი, მაღალი ბიჭი ვიყავი. დიდი სურვილი მქონდა, კალათბურთზე ან რაგბიზე მევლო, მაგრამ ძალოსნობა ავირჩიე. თუ ძალოსნობაში ვერ დავდებდი შედეგს, აუცილებლად კალათბურთზე ან რაგბიში წავიდოდი, თუმცა არ მომიწია. საჩხერეში მეტსახელად „შტანგას“ მეძახდნენ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთულ პირობებში მიწევდა ვარჯიში, მაინც ერთი მიზანი მქონდა – ჩემპიონი გავმხდარიყავი. მიზანს მივაღწიე და ამით უამრავი ადამიანიც გავახარე.

ალბათ ფირქობთ, რომ მსოფლიოში უძლეველი ადამიანის ტიტულის მქონე ადამიანს, არაფრის შიში არ აქვს, მაგრამ ლაშა სულ სხვა რამეს ამბობს.

„ასეც არ არის (იცინის). ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს. მეოცე სართულზე მიწევდა ცხოვრება და იმდენად მეშინოდა, აივნიზე ვერ გავდიოდი“.

მას არაერთი შეთავაზება ჰქონდა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებიდან. ზოგიერთი მილიონებსაც სთავაზობდნენ, მაგრამ ყველა უარით გაისტუმრა.

„შემოთავაზება რომ მქონდა, პირველ რიგში, ის მეფიქრებოდა, სხვა ქვეყნის დროშა როგორ უნდა ავწიო-მეთქი. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო – ვერა, ამას ვერ გავაკეთებ! მაგრამ სულ მაინტერესებდა, რამდენს მთავაზობდნენ (იცინის). პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე, ერთ-ერთი ქვეყანა ათ მილიონს მთავაზობდა, ბოლო პერიოდში კი ხუთ მილიონზეც იყო საუბარი. ჩემთვის ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს. ჩემთვის, საქართველოს გარდა, არანაირი სხვა სამშობლო არ არსებობს“, - ამბობს ლაშა ტალახაძე.

0
169
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0