x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"ირა, რამდენჯერ უნდა გაგვაგიჟო, ასე არ შეიძლება!" - 56 წლის სალტიკოვას ფოტოები ბიკინში
image

56 წლის მომღერალი კვლავ შესანიშნავ ფორმაშია. 90-იანი წლების ვარსკვლავმა, ირინა სალტიკოვამ გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის საკუთარი თავი შეეხსენებინა.



56 წლის მომღერალმა "ინსტაგრამის" პირად ბლოგზე გამოაქვეყნა ფოტო ცხელ სანაპიროდან, სადაც ის საცურაო კოსტუმში გამოწყობილი ირუჯება. ფოტოშოპზე ყველა ეჭვის დაუყოვნებლივ გაფანტვის მიზნით, ირინამ მაშინვე განაცხადა, რომ სურათი სუფთაა. „სხვათა შორის, რომ იცოდეთ, ფოტო ყოველგვარი ფილტრების გარეშეა“, - წერს მომღერალი.


image


სალტიკოვას გამომწერები აღფრთოვანებული დარჩნენ არტისტის სილამაზით და სათანადოდ დააფასეს მისი ფიგურა. აღნიშნეს, რომ ის 20 წლის გოგონასავით გამოიყურება.

"ირა, რამდენჯერ უნდა გაგვაგიჟო, ასე არ შეიძლება!" წერენ თაყვანისმცემლები კომენტარები.


მართლაც სალტიკოვა არც თუ იშვიათად აქვეყნებს ცხელ-ცხელ ფოტოებს.ქვემოთ წარმოდგენილი ფოტო ცოტა უფრო ადრეა გადაღებული.

image

ირინა სალტიკოვას(ქალიშვილობის გვარი საფრონოვა)დაიბადა ტულის ოლქში, თავიდან იგი არც აპირებდა მუსიკალურ კარიერას, 8 კლასის დასრულების შემდეგ ჯერ სამშენებლო ტექნიკუმში განაგრძო სწავლა, შემდეგ კი მოსკოვის ეკონომიკის და სტატისტიკის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუსწრებელზე განაგრძო სწავლა, ყველაფერი შეიცვალა 1986 წელს, როდესაც სოჭში დასვენების დროს შემთხვევით გაიცნო ვიქტორ სალტიკოვი, ჯგუფ "ფორუმის" სოლისტი, რომელიც შემდგომ მისი ქმარი გახდა, 1988 წელს მათ დისკოთეკაზე გაიცნეს ჯგუფი "მირაჟი", რომელიც იმ პერიოდში ახალ სოლისტს ეძებდა.სალტიკოვამ 6 თვე დაჰყო ჯგუფში.


შემდეგ მუშაობდა რესტორნის ვარიეტეში, 1995 წელს კი ჩაწერა პირველი სოლო ალბომი "Серые глаза", მას შემდეგ სალტიკოვამ კიდევ 6 ალბომი გამოსცა, ბოლო "Ранее не изданное" გამოვიდა 2016 წელს.

0
268
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0