x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
საინტერესო ფაქტი გლადიატორთა შესახებ

image
კინემატოგრაფი ხშირად გვისახავს გლადიატორებს ათლეტური იდეალური ფიზიკური ფორმის მქონე ადამიანებად, მაგრამ როგორები იყვნენ ისინი სინამდვილეში? მოდით ვუპასუხოთ ამ კითხვას და განვიხილოთ ალტერნატიული ვარაუდი.

ძველი რომაელი გლადიატორები სულაც არ იყვნენ მოხდენილი და დაკუნთული, როგორც ეს ასახულია თანამედროვე ფილმებში, ისინი ჭარბწონიანები იყვნენ. ცხიმოვანი მასის მოსაპოვებლად, რომელიც საბრძოლო ჭრილობებისგან დამატებით დაცვას ემსახურებოდა, გლადიატორის რაციონი თითქმის მთლიანად ქერისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა, ანუ ის არსებითად ვეგეტარიანული იყო. ასეთი დასკვნები გააკეთეს არქეოლოგებმა გლადიატორების ერთადერთ ცნობილ სასაფლაოზე ნაშთების შესწავლის საფუძველზე, რომელიც მდებარეობს თურქეთში, ძველი ქალაქ ეფესოს ნანგრევებიდან არც თუ ისე შორს.

აღმოჩნდა, რომ რომაელი გლადიატორები ჭამდნენ უამრავ ფქვილს, ცხიმიანს, ტკბილეულს, ბოსტნეულს და ლობიო-ბარდას. ძირითადად, ქერის ნამცხვრები და გლადიოლუსები საიდანაც მოდის მათი სახელი. ხორცს თითქმის არ აძლევდნენ. გლადიატორებს შეეძლოდ თავად მოენადირებინათ რაიმე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იღებდნენ ხორცს. გლადიატორებს ცხიმის სქელი ფენა სჭირდებოდათ ჭრილობისა და დარტყმის შედეგების შესამსუბუქებლად.

გარდა ამისა, დიდი მასის მქონე მსუქანი გლადიატორი ასპარეზზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდა, ის უკანა რიგებიდანაც კარგად ჩანდა.

0
340
5-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0