x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"მარტო ამის გამო უნდა აგოს პასუხი” - რა სქრინებს აქვეყნებს ვიკა ბუკია

image


ჟურნალისტი ვიკა ბუკია 5 ივლისის ტრაგიკულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და სისხლიანი სპეცოპერაციიდან 1 წლის შემდეგ მოზეიმე "ორკების" კომენტარების სქრინებს აზიარებს. ბუკიას თქმით, მარტო ასეთი შინაარსის მქონე ტექსტებისთვის უნდა აგოს პასუხი პრემიერმა ღარიბაშვილმა:


imageimage


"ჩვენი 5 ივლისი და ორკების 5 ივლისი 1 წლის შემდეგ. ისინი 5 ივლისს ზეიმობენ. ასეთი უამრავი კომენტარია. მარტო ამის გამო უნდა დაისაჯოს ღარიბაშვილი და აგოს პასუხი. ცუდად ვხდები ამ კომენტარებზე. ადამიანი მოკლეს და ამით ამაყობენ. " - წერს გადაცემა "მთავარი ხაზის" წამყვანი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 5 ივლისს, ზუსტად 1 წელი გავიდა იმ სისხლიანი სპეცოპერაციიდან, რომელიც ულტრამემარჯვენე და ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირზე - "ღირსების მარშის", სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილიასა" და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის წევრთა წინააღმდეგ მოაწყვეს, რომლის დროსაც არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო "ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რადიკალური ჯგუფების მიერ ცემის შედეგად გარდაიცვალა.


2021 წლის მოვლენებიდან ერთი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) საჩივარი "თბილისი პრაიდის" საქმეზე განსახილველად მიიღო და აღნიშნა რომ მას შესაძლოა პრეცედენტული მნიშვნელობა მიენიჭოს.


საქმე ეხება 2021 წლის 5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიური ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ.





0
1195
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1195