x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ანტარქტიდის ოზონის ხვრელზე შვიდჯერ დიდი ფენომენი აღმოაჩინეს
image
ტროპიკულ რეგიონებში 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ანტარქტიდის მსგავსი ფენომენის ზომაზე შვიდჯერ მეტი ოზონის ხვრელია, ამბობს კანადელი მკვლევარი. მისი ნაშრომი გამოქვეყნებულია რეცენზირებად ჟურნალში AIP Advances-ში.



ოზონი (O3) არის არასტაბილური გაზი, რომლის მოლეკულა შედგება სამი ჟანგბადის ატომისგან. ის სტრატოსფეროში შედარებით მცირე რაოდენობითაა, თუმცა, საკმარისია დედამიწის ზედაპირზე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების საგრძნობლად შესამცირებლად.


მე-20 საუკუნეში მრეწველობაში გამოყენებული ქლორფტორნახშირბადის ატმოსფეროში გამოშვებამ გამოიწვია O3-ის განადგურება. დადასტურებულია, რომ ოზონის დაქვეითება ზრდის კანის კიბოს და კატარაქტის რისკს, რაც იწვევს ადამიანებში იმუნური სისტემის შესუსტებას. გარდა ამისა, ეს უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობაზე და სხვადასხვა ეკოსისტემაზე.


1987 წელს მიღებულ იქნა მონრეალის პროტოკოლი, რომელიც კრძალავდა საშიში ნივთიერებების წარმოებას. თუმცა, მათი კონცენტრაცია ატმოსფეროში ჯერ კიდევ მაღალია და ოზონის დაშლის საფრთხე რჩება. ყველაზე ცნობილი ოზონის ხვრელი ანტარქტიდის თავზეა. მას აქვს სეზონური ხასიათი, მაქსიმალურ ზომას აღწევს აგვისტოდან ოქტომბრამდე. დროდადრო ფიქსირდება არქტიკაზე ხვრელის გამოჩენა (ბოლო შემთხვევა 2020 წელს იყო). მსგავსი ფენომენი ტროპიკებში აქამდე ჯერ არ იყო ცნობილი.





image


ტროპიკები შეადგენენ პლანეტის ზედაპირის ნახევარს და მასში ცხოვრობს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი. ტროპიკული ოზონის ხვრელის არსებობა სერიოზული გლობალური შეშფოთების მიზეზია.



რეგიონი, რომელიც მან აღმოაჩინა ქვედა სტრატოსფეროში, ტროპიკების ზემოთ, შეიცავს ჩვეულებრივზე 25%-ით ნაკლებ ოზონს. ხვრელი მდებარეობს ჩრდილოეთ და სამხრეთ 30 გრადუსს შორის. სიღრმისეულად ის ანტარქტიდას შეედრება და ფართობით შვიდჯერ აღემატება. როგორც პოლარული ხვრელის შემთხვევაში, ტროპიკული ხვრელის ცენტრში ოზონი ნორმაზე 80 პროცენტით დაბალია. გარდა ამისა, ტროპიკული ხვრელი არ არის სეზონური, არამედ მთელი წლის განმავლობაშია, ამბობს მკვლევარი, რომელმაც დასკვნები სატელიტური მონაცემების საფუძველზე გამოიტანა.



ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ოზონის ახალი ხვრელის აღმოჩენა ლუს კოლეგებისთვის მოულოდნელი იყო. მისი აღმოჩენა ეწინააღმდეგება ზოგადად მიღებულ ფოტოქიმიურ მოდელს, რომლის მიხედვითაც ფოტოლიზი უპირველეს ყოვლისა ხელს უწყობს ოზონის შრის განადგურებას - ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ქლორფტორნახშირბადის დაშლაზე და თავისუფალი ქლორის რადიკალების გათავისუფლებაზე, რომლებიც ანადგურებენ ოზონის ფენას. მაგრამ ფოტოქიმიურმა მოდელმა ვერ ახსნა, თუ რატომ დაფიქსირდა ყველაზე პატარა ოზონის ხვრელები მზის მაქსიმალურ წლებში (1991, 2002 და 2013), ხოლო ყველაზე დიდი, ღრმა და ყველაზე სტაბილური ხვრელები მზის მინიმალური წლების განმავლობაში (1987, 1998, 2008 და 2020 წწ). -აღნიშნავს ლუ.



კანადელმა მეცნიერმა შეიმუშავა საკუთარი მოდელი, რომელსაც უწოდა კოსმოსური სხივებით გამოწვეული ელექტრონების რეაქცია (CRE). თავის ნაშრომების სერიაში ლუ ამტკიცებს, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც ამცირებს O3-ის დონეს, არის გალაქტიკური გამოსხივების ეფექტი, რომლის გავლენა დედამიწაზე მზის უკუპროპორციულია. ღრმა კოსმოსიდან მაღალი ენერგიის ნაწილაკები იწვევს რეაქციებს ჰალოგენის შემცველ მოლეკულებში სტრატოსფეროს ყველაზე ცივ (ქვედა) ფენებში, რაც იწვევს ნივთიერებების მასიურ გამოყოფას, რომლებიც ანადგურებენ ოზონის შრეს.

0
524
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
524
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0